| From : | Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: მოწვევა გასვლით შეხვედრაზე |
| Cc : | Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge> |
| Received On : | 06.12.2018 11:40 |
| Attachments : |
თუ შეგიძლია რომ მომწერო ვინ არის „საკონტაქტო პირი“ ამ მიმართულებით? ვინაიდან მე მეკითხები, შენი აზრით ჩვენი დეპარტამენტი და PR დეპარტამენტი უნდა დაესწროს მხოლოდ შეხვედრას?
ასევე გთხოვ დაუკავშირდე ორგანიზატორებს და თხოვო კანდიდატების რაოდენობის გაზრდა სამინისტროს სიდიდის გათვალისწინებით.
მადლობა,
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232
From: Maia Nikoleishvili
Sent: Wednesday, December 5, 2018 6:38 PM
To: Sopo Belkania
Cc: Mariana Mkurnali
Subject: FW: მოწვევა გასვლით შეხვედრაზე
სოფო,
გიგზავნი მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებულ მეილს, რომელიც ეხება 17-18 დეკემბერს დაგეგმილ გასვლით სამუშაო შეხვედრას/ტრენინგს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ექსპერტთან შეხვედრები გაიმართა ნოემბრის დასაწყისში, მათ შორის ჩვენ სამინისტროში, რომელსაც ესწრებოდნენ პოლიტიკის დეპარტამენტების (შრომა, სოციალური, ჯანდაცვა) სამმართველოს უფროსები და PR დეპარტამენტი.
ტრენინგის მიზანია შესაბამისი საკონტაქტო პირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ტაქტიკური და სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვის მიმართულებით გადამზადება.
ითხოვენ 2 კანდიდატის (საკონტაქტო პირი და PR დეპ წარმომადგენელი) დასახელებას, 10 დეკემბრამდე.
შეხვედრის დღის წესრიგს მომავალ კვირას მოგვაწვდიან, ღონისძიება სავარაუდოდ ბორჯომში გაიმართება.
გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას ღონისძიებაში მონაწილე კანდიდატურების თაობაზე.
პატივისცემით,
მაიკო
From: Anuki Burduli [mailto:aburduli@gov.ge]
Sent: Wednesday, December 5, 2018 4:54 PM
To: Giorgi Paniashvili <g.paniashvili@mfa.gov.ge>; ttsintsalashvili@justice.gov.ge; tazubashvili@pog.gov.ge; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; ktatuashvili@mia.gov.ge; LLezhava@moc.gov.ge; tbolkvadze@supremecourt.ge; kkhandolishvili@mes.gov.ge; ibartaia@mfa.gov.ge; ksarajishvili@justice.gov.ge
Cc: Natalia Jaliashvili <njaliashvili@gov.ge>
Subject: მოწვევა გასვლით შეხვედრაზე
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 16-22 დეკემბერს, საქართველოს განმეორებითი ვიზიტით ეწვევა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ მიერ მოწვეული ექსპერტი პემან პეიმანი, რომელიც მუშაობს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საზოგადოებასთან საკომონუკაციო სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით.
ექსპერტმა პირველი ვიზიტის დროს შეხვედრები გამართა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, ხოლო მეორე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი სამუშაო შეხვედრა/ტრენინგის ორგანიზება, რომელიც მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებული სახელმწიფო უწყების ე.წ. საკონტაქტო პირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ტაქტიკური და სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვის მიმართულებით გადამზადებას.
გასვლითი სამუშაო შეხვედრა/ტრენინგი გაიმართება:
2018 წლის 17-18 დეკემბერს (თბილისიდან გასვლა 16 დეკემბერს, საღამოს)
გთხოვთ, უზრუნველყოთ, თქვენი და თქვენი უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლის დასწრება აღნიშნულ ტრენინგზე.
ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია.
სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)
ტრენინგის ადგილთან, დღის წესრიგთან, სასტუმროსა და გამგზავრების სხვა დეტალებთან დაკავშირებით დამატებით გაცნობებთ.
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მონაწილეობა არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 დეკემბრისა შემდეგ მისამართზე: aburduli@gov.ge
პატივისცემით,
ანუკი ბურდული M: +995 593 000 930 |