From : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : RE: მოწვევა ტრენინგზე
Received On : 18.02.2019 14:04
Attachments :

მაიკო,

 

პერსონალურ მონაცემებზე სოფო უმიკაშვილის სამმართველო არამგონი მარტო მუშაობდეს, აუდიტთან და IT დეპარტამენტთანაც გაიარე კონსულტაცია.

 

მადლობა,

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159

მობ:  +995 599 223232

 

From: Maia Nikoleishvili
Sent: Monday, February 18, 2019 4:19 PM
To: Sopo Belkania
Subject: FW: მოწვევა ტრენინგზე

 

სოფო,

 

მთავრობის ადმინისტრაციიდან მივიღე მეილი, რომელიც ეხება მონაცემთა დაცვის საკითხებზე  ტრენინგის გამართვის საკითხს. ითხოვენ შესაბამისი 1 ან2 წარმომადგენლის დასახელებას.

ვფიქრობ ეს თემა უმიკაშვილის სამმართველოს ეხება. თუ წინააღმდეგი არ იქნები, დავეკონტაქტები ამ დეპარტამენტებს, შესაბამისი კანდიდატურების დასახელების მიზნით.

 

მაიკო

 

From: Anuki Burduli [mailto:aburduli@gov.ge]
Sent: Friday, February
15, 2019 4:08 PM
Cc: Natalia Jaliashvili <njaliashvili@gov.ge>
Subject: მოწვევა ტრენინგზე

 

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ადამიანის უფლებები ყველასათვის“, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან თანამშრომლობით საქართველოში ჩამოდის საერთაშორისო ექსპერტი, დანიელ მონტი (იხილეთ რეზიუმე).

 

ექსპერტი ვიზიტის ფარგლებში ჩაატარებს ტრენინგს თემაზე ‘პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ევროპის მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) შესაბამისად’. ტრენინგზე განიხილება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას რისკების შეფასების მნიშვნელობა, საჭიროება და ზოგადი მიდგომები, მათ შორის როგორ ხდება მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, რა სახეობის რისკი არსებობს, როგორ ხდება მათი დახარისხება, რა მექანიზმები არსებობს რისკების შემცირების მიზნით, დახარისხების შემდეგ რომელი მექანიზმი შეიძლება იქნეს გამოყენებული რომელ რისკთან და ა.შ.

 

გთხოვთ, თქვენი სამინისტროდან გამოყოთ შესაბამისი ერთი ან ორი პირი ტრენინგზე დასასწრებათ, რომელთათვისაც თვლით რომ ყველაზე რელევანტურია ამ მიმართულებით ინფორმაციის მიღება.

 

ტრენინგი იქნება ერთდღიანი და ჩატარდება 26-28 თებერვლის პერიოდში, ზუსტ თარიღს თავად გაცნობებთ პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის აპარატი მოგვიანებით.

 

გთხოვთ, შესაბამისი პირის მითითებასთან ერთად მოგვაწოდოთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია, რომ ინსპექტორის აპარატი დაუკავშირდეს.

 

გთხოვთ, ასევე, ინფორმაცია მოგვაწოდოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: aburduli@gov.ge მიმდინარე წლის 19 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით.

 

 

 

photoGOV.GE

http://e.gov.ge/sig/images/f.png  http://e.gov.ge/sig/images/t.png  http://e.gov.ge/sig/images/y.png

ანუკი ბურდული
სპეციალისტი 
ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო 
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინგოროყვას . 7, თბილისი 0114

M: +995 593 000 930
T:  +995322990900

QR-Code Generator