| From : | Eka Sharadze <esharadze@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: მოწვევა ტრენინგზე |
| Received On : | 19.02.2019 11:58 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
ტრენინგში - “პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ევროპის მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) შესაბამისად“ - მონაწილეობის მისაღებად წარმოგიდგენთ შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის ეკატერინე ბეროზაშვილის კანდიდატურას.
პატივისცემით,
ეკა შარაძე
From: Maia Nikoleishvili
Sent: 19 February, 2019 14:49
To: Nani Alania; Vano Goliadze; Eka Sharadze; Sopo Umikashvili
Cc: Ivane Bibilashvili; Kakhaber Dzimistarishvili; Nino Mamaladze; Mikheil Janiashvili
Subject: FW: მოწვევა ტრენინგზე
Importance: High
მოგესალმებით,
გიგზავნით მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებულ მეილს, რომელიც ეხება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, 26-28 თებერვლის პერიოდში, თბილისში ერთდღიანი ტრენინგის გამართვის საკითხს.
ტრენინგის თემაა: “პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ევროპის მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) შესაბამისად“. შეხვედრაზე უზრუნველყოფილი იქნება ქართულენოვანი თარგმანი.
გთხოვთ, განიხილთ თანდართული მეილი და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოგვაწოდთ შესაბამისი კანდიდატურა, ტრენინგში მონაწილეობის მიზნით.
მთავრობის ადმინისტრაციასთან დამატებითი კომუნიკაციის თანახმად, გაცნობებთ, რომ შესაძლებელია, სამინისტროს მხრიდან დასახელდეს 4 კანდიდატი.
პატივისცემით,
მაია ნიკოლეიშვილი
From: Anuki Burduli [mailto:aburduli@gov.ge]
Sent: Friday, February 15, 2019 4:08 PM
Cc: Natalia Jaliashvili <njaliashvili@gov.ge>
Subject: მოწვევა ტრენინგზე
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ადამიანის უფლებები ყველასათვის“, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან თანამშრომლობით საქართველოში ჩამოდის საერთაშორისო ექსპერტი, დანიელ მონტი (იხილეთ რეზიუმე).
ექსპერტი ვიზიტის ფარგლებში ჩაატარებს ტრენინგს თემაზე ‘პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ევროპის მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) შესაბამისად’. ტრენინგზე განიხილება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას რისკების შეფასების მნიშვნელობა, საჭიროება და ზოგადი მიდგომები, მათ შორის როგორ ხდება მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, რა სახეობის რისკი არსებობს, როგორ ხდება მათი დახარისხება, რა მექანიზმები არსებობს რისკების შემცირების მიზნით, დახარისხების შემდეგ რომელი მექანიზმი შეიძლება იქნეს გამოყენებული რომელ რისკთან და ა.შ.
გთხოვთ, თქვენი სამინისტროდან გამოყოთ შესაბამისი ერთი ან ორი პირი ტრენინგზე დასასწრებათ, რომელთათვისაც თვლით რომ ყველაზე რელევანტურია ამ მიმართულებით ინფორმაციის მიღება.
ტრენინგი იქნება ერთდღიანი და ჩატარდება 26-28 თებერვლის პერიოდში, ზუსტ თარიღს თავად გაცნობებთ პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის აპარატი მოგვიანებით.
გთხოვთ, შესაბამისი პირის მითითებასთან ერთად მოგვაწოდოთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია, რომ ინსპექტორის აპარატი დაუკავშირდეს.
გთხოვთ, ასევე, ინფორმაცია მოგვაწოდოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: aburduli@gov.ge მიმდინარე წლის 20 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით.
ანუკი ბურდული M: +995 593 000 930 |