From : Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : RE: საწრაფო! FW: ICARS დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
Cc : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Received On : 24.09.2020 08:54
Attachments :

მაიკო გადავხედე და იმედია იურიდიული ასპექტებს შესაბამისი სტრუქტურა გაივლის, მე მაქვს მხოლოდ ერთი კომენტარი და გიგზავნი პროექტს კომენტარით.

პატივისცემით,

 

მარინა

 

From: Maia Nikoleishvili
Sent: 24 September, 2020 12:00
To: Marine Baidauri
Cc: Ekaterine Adamia
Subject:
საწრაფო! FW: ICARS დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
Importance: High

 

მარი,

გიგზავნით „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრს (ICARS) შორის სამედიცინო მომსახურების დაწესებულებებსა და სოფლის მეურნეობასა და ვეტერინარიაში ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური გამოყენების შესახებმემორანდუმის პროექტს.

მემორანდუმის ხელმოწერა დაგეგმილია მიმდინარე წლის 28 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში, ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის (ICARS) 5-კაციანი დელეგაცის საქართველოში ვიზიტის დროს.

გთხოვთ, განიხილოთ მემორანდუმის თანდართული პროექტი და უმოკლეს ვადაში გვაცნობოთ თქვენი პოზიცია/შენიშვნები (სასურველია დღის ბოლომდე)  მემორანდუმის ტექსტთან დაკავშირებით.

პატივისცემით,

მაიკო

From: Maia Nikoleishvili
Sent: Thursday, September 24, 2020 10:54 AM
To: Shorena Okropiridze
Subject: FW: ICARS დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

 

 

 

From: Nana Kavtaradze <n.kavtaradze@ncdc.ge>
Sent: Wednesday, September 23, 2020 4:07 PM
To: Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Cc: Maia.Beruashvili@mepa.gov.ge
Subject: ICARS დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

 

ქალბატონო თიკო,

ქალბატონო მაია,

 

მოგესალმებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან ბატონი ამირან გამყრელიძის დავალებით შემდეგ საკითხთან დაკავშირებით:

2020 წლის 28 სექტემბრიდაბ 2 ოქტომბრის პერიოდში საქართველოში ჩამოდის ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის (ICARS) 5-კაციანი დელეგაცია, რომლის მიზანია საქართველოს სამედიცნო, სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარულ სფეროს დაწესებულებებში ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან დაკაშირებული პრობლემების შეფასება. მისიის საქართველოში ჩამოსვლა მნიშვნელოვანია ასევე იმ კუთხითაც, რომ ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან:

     ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის სამეცნიერო დირექტორი რობერტ ლეო სკოვი (Robert Leo Skov)

     ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის ოპერაციების დირექტორი ჰელლე ენგსლუნდ კრარუპი (Helle Engslund Krarup)

     ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის მთავარი კონსულტანტი პერ სტარკე ჰენრიკსენი (Per Starke Henriksen)

     ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის (Anders Dalsgaard)

     კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორი ანდერს მიკი ბოჯესენი (Anders Miki Bojesen)

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქალბატონი თამარ გაბუნია საქმის კურსშია როგორც დელეგციის ვიზიტის, ასევე - მემორანდუმის ხელმოწერის თაობაზე. ამჟამად ცენტრის 2 თანამშრომელი იმყოფება ICARS-ში, რომელთაც გამოგვიგზავნეს მემორანდუმის საბოლოო ვერსია, რომელსაც გიგზავნით დანართის სახით, ხელმოწერისთვის საჭირო  შიდა პროცედურებისათვის

 

აქვე მიმოწერაში ვსვამ ქ-ნ მაია ბერუაშვილს (Maia.Beruashvili@mepa.gov.ge; 595530194) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაციის შეუფერხებლად დამყარების მიზნით.  

 

მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისათვის.

 

პატივისცემით,

 

ნანა ქავთარაძე

 

 

Nana Kavtaradze MD, MPA

-------------------------------------

Head of International and Public Relations Division

National Center for Disease Control and Public Health

99, Kakheti Highway

Tbilisi, 0198, Georgia

Tel.: +995 322 116 001. Ext.:710

www.ncdc.ge

cid:image001.png@01D4CDE3.8F9B7FF0