| From : | Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: სომხეთისთვის გასაგზავნი წერილი |
| Received On : | 31.10.2018 05:45 |
მაიკო,
ვფიქრობ, სავსებით ნორმალურია.
შესაძლებელია, დაემატოს ერთი წინადადადება ზოგადი ხასიათის, პატივისცემისა და თანამშრომლობის თაობაზე (ეს შენ არ გესწავლება ჩემგან)....
პატივისცემით,
ნათია
From: Maia Nikoleishvili
Sent: Tuesday, October 30, 2018 3:20 PM
To: Natia Nogaideli; Shorena Okropiridze
Subject: FW: სომხეთისთვის გასაგზავნი წერილი
გოგოებო,
გთხოვთ, გადახედოთ სომხეთისთვის გასაგზავნი წერილის საბოლოო პროექტს და გვაცნობოთ თქვენი პოზიცია, მინისტრის შემდგომი ინფორმირების მიზნით.
პატივისცემით,
მაიკო
From: Maia Nikoleishvili
Sent: Monday, October 29, 2018 10:50 AM
To: Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>
Subject: სომხეთისთვის გასაგზავნი წერილი
გოგოებო მოგესალმებით,
თქვენი პოზიცია მაინტერესებს, სომხეთის საპასუხო წერილთან დაკავშირებით.
მოკლედ გეტყვით საქმის ვითარებას. სომხეთის სამი მოქალაქე, 20 აგვისტოს მომხდარი ავტოავარიის შედეგად, თბილისის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა კლინიკაში. როგორც გაირკვა, სომხეთის მოქალაქეებს დაუგროვდათ საკმაოდ დიდი დავალიანება კლინიკების მიმართ და „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1993 წლის 19 მაისის შეთანხმების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ითხოვენ, სომხეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქისათვის გაწეული სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ქართული მხარის მიერ ანაზღაურებას და შესაბამისად, იმის დადასტურებას, რომ დავალიანება არ აქვთ.
გთხოვთ, განიხილოთ სომხეთის საელჩოსთვის გასაგზავნი წერილის პროექტი და დღის ბოლომდე გვაცნობოთ თქვენი პოზიცია/შენიშვნები.
მადლობა წინასწარ.
პატივისცემით,
მაიკო
Maia Nikoleishvili MPA
Chief Specialist of International Relations Division
Analytics, HR Management and International Relations Department
Ministry of IDPs from occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge