| From : | Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge> |
| To : | Irina Tsomaia <ITsomaia@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: წერილი - ჩეხეთი, |
| Cc : | Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 08.04.2019 15:11 |
მოგესალმებით,
სამწუხაროდ მე ვერ მოვიძიე წერილი (2019 წლის 21 მარტი, N 01/11433).
რაც შეეხება თქვენს მიერ გადმოგზავნილ დოკუმენტს, გაცნობებთ, რომ არსებობს ევროდირექტივა DIRECTIVE 2005/36/EC OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 7 September 2005 on the recognition of professional qualifications, რომელიც არეგულირებს წევრ-ქვეყნებს შორის რეგულირებად დარგებში კვალიფიკაციის აღიარების საკითხებს, ევროკავშირის არა წევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვის კი სამედიცინო, საექთნო, ფარმაცევტულ და სტომატოლოგიურ სპეციალობებში (რომლებიც მიეკუთვნება რეგულირებად დარგებს) საქმიანობის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელია სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც ჩეხეთის შემთხვევაში გაწერილია აღნიშნულ დოკუმენტში. შესაბამისად, ქართველი სპეციალისტები, რომლებიც სამუშაოდ მიდიან ჩეხეთში, ვალდებულნი არიან, შეასრულონ ეს მოთხოვნები (მ.შ. გაიარონ აპრობაცია ამ აქტით დადგენილი წესით). ჩვენთვის ეს მოთხოვნები ცნობილია.
აქვე გაცნობებთ, რომ ანალოგიური მოთხოვნები უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიმართ ჩვენი კანონმდებლოთაც არის დადგენილი.
ალბათ, კარგი იქნება ეს დოკუმენტი განთავსდეს შესაბამის ვებ-გვერდზე, რათა საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც სამუშაოდ მიდიან ჩეხეთში, ცნობილი იყოს საქმიანობის უფლების მინიჭების სამართლებრივი საფუძვლები.
პატივისცემით,
ნათია ნოღაიდელი
From: Mariam Darakhvelidze
Sent: Thursday, April 04, 2019 6:14 PM
To: Natia Nogaideli
Subject: FW: წერილი - ჩეხეთი,
From: Mariana Mkurnali
Sent: 4 April, 2019 14:08
To: Mariam Darakhvelidze
Cc: Ketevan Goginashvili
მოგესალმებით,
მიმდინარე წლის 6 მარტის N 01-2275 წერილზე დამატებით გიგზავნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 21 მარტის N 01/11433 წერილს, რომელიც ეხება ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოდან მიღებულ დოკუმენტს - ჩეხეთში უცხოელი სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის აღიარებისთვის საჭირო მოთხოვნებთან დაკავშირებით. გთხოვთ, წერილი განიხილოთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და მიმდინარე წლის 8 აპრილამდე გვაცნობოთ თქვენი პოზიცია ზემოაღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შემდგომში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმირების მიზნით.
პატივისცემით,
მარიანა მკურნალი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 490942