| From : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: 22 თებერვალი, 10:30 საათი, შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში |
| Cc : | Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Elza Telia <etelia@moh.gov.ge> |
| Received On : | 19.02.2019 08:22 |
| Attachments : |
მაიკო, იქნებ ამ თემებზე მოკლე ინფო მომაწოდო ან ვისგან ავიღო მითხარი.
ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება
იმის გათვალისწინებით, რომ წევრ-ქვეყნებში (საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია) თავშესაფრის მოთხოვნისთვის ერთ-ერთ საფუძველს ჯანმრთელობის მდგომარეობა და საქართველოში შესაბამისი მომსახურების ნაკლებობა სახელდება მიზეზად,
რეკომენდაცია 1: მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნებთან (განსაკუთრებით დაზარალებულ ქვეყნებთან) ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, მაგალითად, ქართველი ექიმებისთვის ტრენინგების ჩატარება, ადგილზე პრაქტიკის გავლა უცხოელი ექიმების ჩართულობით, აპარატურის შემოტანა და ა.შ.
რეკომენდაცია 2: მოხდეს საქართველოში არსებული ჯანდაცვის პროგრამების პოპულარიზაცია და მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის დაინტერესებული კატეგორიისთვის.
რეკომენდაცია 3: განხილულ იქნას არსებული პროგრამების, განსაკუთრებით ონკოლოგიის მიმართულებით, კიდევ უფრო გაძლიერება და გაფართოება.
From: Maia Nikoleishvili
Sent: Tuesday, February 19, 2019 11:13 AM
To: Tamar Barkalaia
Cc: Sopo Belkania; Elza Telia
Subject: 22 თებერვალი, 10:30 საათი, შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში
Importance: High
ქალბატონო თამუნა,
გიგზავნით საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ მეილს, რომელიც ეხება 22 თებერვალს, 10:30 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროში თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებით/უკანონო მიგრაციის შემცირების მიზნით დაგეგმილ უწყებათაშორის შეხვედრას, მინისტრის მოადგილეების დონეზე.
პატივისცემით,
მაიკო
From: Tamar Iordanishvili [mailto:t.iordanishvili@mfa.gov.ge]
Sent: Monday, February 18, 2019 7:37 PM
To: ksarajishvili@justice.gov.ge; Nino Gakharia
Cc: Salome Shapakidze
Subject: 22 თებერვლის შეხვედრა
უკაცრავად შემეშალა თვე 22 მარტის ნაცვლად 22 თებერვალი მინდოდა მომეწერა.
შეხვედრა დაიგეგმა 22 თებერვალს, 10:30 საათზე.
სს,
თამარი
Tamar Iordanishvili Counsellor Department of European Integration Ministry of Foreign Affairs of Georgia Chitadze str. 4, Tbilisi 0118, Georgia Tel: (+995 32) 2945000 (ext. 1303) E-mail: t.iordanishvili@mfa.gov.ge |
From: Tamar Iordanishvili [mailto:t.iordanishvili@mfa.gov.ge]
Sent: Friday, February 8, 2019 9:40 PM
To: ksarajishvili@justice.gov.ge; Nino Gakharia
Cc: Salome Shapakidze
Subject: 12 თებერვალს დაგეგმილი შეხვედრა
Importance: High
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, ბოლო პერიოდში ისევ საგრძნობლად იმატა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა. ამის დასტურია, გასულ კვირას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შვედეთის, გერმანიის, საფრანგეთის საბერძნეთისა და შვეიცარიის საქართველოში აკრედიტებული ელჩების ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც მათ მიერ დაყენებული იქნა ხსენებული საკითხი.
ამასთანავე, აღსანიშნავია რომ გარკვეული ქვეყნები (განსაკუთრებით შვედეთი) აქტიურად საუბრობენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის დაყენებაზე.
საქართველოდან ევროკავშირში უკანონო მიგრაციის აღმოსაფხვრელად საგარეო სამინისტროს მიერ შემუშავდა შესაძლო დამატებითი ზომების სამოქმედო გეგმა, რომელიც გეგზავნებათ დანართის სახით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული გეგმა წარმოადგენს პირველად სამუშაო ვერსიას და საჭიროებს საბოლოო ჩამოყალიბებას.
სამოქმედო გეგმის განხილვისა და შემდგომი ნაბიჯების დასახვის მიზნით, სამშაბათს, 12 თებერვალს 13:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება უწყებათაშორისი შეხვედრა, რომელსაც ჩვენი მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი გაუძღვება.
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ შეხვედრაში თქვენი მინისტრის მოადგილის, ასევე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მონაწილეობა.
საუკეთესო სურვილებით,
თამარი
Tamar Iordanishvili Counsellor Department of European Integration Ministry of Foreign Affairs of Georgia Chitadze str. 4, Tbilisi 0118, Georgia Tel: (+995 32) 2945000 (ext. 1303) E-mail: t.iordanishvili@mfa.gov.ge |