| From : | Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Bobghiashvili <gbobghiashvili@gov.ge> |
| Subject : | RE: 26-28 ივლისი - გასვლითი სამუშაო შეხვედრა კაჭრეთში |
| Cc : | Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 24.07.2018 12:46 |
| Attachments : |
გიორგი,
ჩვენგან დაესწრება: ირმა გელაშვილი (შრომის დეპარტამენტი) და მაია ნიკოლეიშვილი (ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი).
ასევე დამატებით გაცნობებთ რომ ყოფილ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხების სამინისტროდან - თინათინ რამიშვილი.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232
From: Giorgi Bobghiashvili [mailto:gbobghiashvili@gov.ge]
Sent: Friday, July 20, 2018 7:14 PM
To: Sopo Belkania
Cc: Ana Kvernadze
Subject: 26-28 ივლისი - გასვლითი სამუშაო შეხვედრა კაჭრეთში
ქალბატონო სოფო, მოგესალმებით,
როგორც იცით 26-28 ივლისის გვაქვს გასვლითი სამუშაო შეხვედრა კაჭრეთის „ამბასადორში“, სადაც ძირითადად ვიმუშავებთ პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოს ჩარჩო დოკუმენტზე (რომელიც მოწოდებული გვაქვს თქვენთვის) და შევთანხმდეთ საბოლოო ვერსიაზე, რომლის საფუძველზე დეივიდ ჯონსონი (ჩვენი საერთაშორისო ექსპერტი) შეიმუშავებს განახლებულ სახელმძღვანელოს.
თქვენი სამინისტროდან (დევნილების საკითხების გამოკლებით - მათ ცალკე მოვიწვევთ, ჯერჯერობით სანამ შერწყმის პროცესს გადიხართ ჩვენ ძველ კონტაქტებს გავუგზავნით მოსაწვევებს), გთხოვთ, დაასახელოთ სამი თანამშრომელი, ვისაც ექნება საშუალება შინაარსობრივად გააკეთოს პროცესში კონტრიბუცია. ლიკა კლიმიაშვილი (შრომის მიმართულებიდან) და თეა გვარამაძე (სოციალურის მიმართულებით) არიან აქტიურად ჩართულები ამ პროცესში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის მიმართულებაც იყოს წარმოდგენილი ღონისძიებაზე. წარდგენილმა მონაწილეებმა უნდა შეავსონ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა 23 ივლისის ჩათვლით.
გამგზავრება იგეგმება 26 ივლისს, დილის 8:30 საათზე პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (ყოფილი ვარდების რევოლუციის) მოედნის ტერიტორიიდან.
ღონისძიებასთან დაკავშირებულ დეტალებს დარეგისტრირებულ მონაწილეებს გავუზიარებთ მოგვიანებით. მადლობა თანამშრომლობისათვის!
პატივისცემით,
Giorgi Bobghiashvili Policy Planning and Coordination Department M: +995 598423100 T: +995 322 2990900, 2014 |