| From : | Teona Vardzelashvili <TVardzelashvili@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: AA |
| Received On : | 29.11.2018 12:20 |
| Attachments : |
Word-shi
From: Maia Nikoleishvili
Sent: 29 November, 2018 16:02
To: Teona Vardzelashvili
Subject: AA
კოლეგებო,
გიგზავნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 20 ნოემბრის №01/45812 წერილს, რომელიც ეხება „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა“ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავების საკითხს.
ევროკავშირის კარგი მმართველობის პროგრამის SIGMA ექსპერტების რეკომენდაციისა და ევროკავშირის საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდამჭერი საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ვალდებულებების შესაბამისად, მოთხოვნილია, 2019 წლის სამოქმედო გეგმის თითოეულ აქტივობას განესაზღვროს შესაბამისი ბიუჯეტი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ისეთი აქტივობების (სტრატეგიის შემუშავება, კანონპროექტის მომზადება) მითითებისას, რომლის შესასრულებლად მხოლოდ ადამიანური (შრომითი) რესურსია გამოყენებული, დაფინანსების შესაბამის გრაფაში უნდა მიეთითოს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი (თანხის გარეშე), კომენტარში კი - ადმინისტრაციული ხარჯი.
ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2020-2021 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის მომზადების თაობაზე.
გთხოვთ, თანდართული წერილი განიხილოთ კომპეტენციის ფარგლებში და მიმდინარე წლის 11 დეკემბრამდე უზრუნველყოთ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებელი აქტივობების ელექტრონული მონიტორინგის სისტემაში შეყვანა. ასევე, თანდართული ფორმის მიხედვით, 2020-2021 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება.
პატივისცემით,