From : Nana Kavtaradze <N.Kavtaradze@ncdc.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : RE: EU Integration Commission on 22 Oct (Monday) at 14:00
Received On : 19.10.2018 12:30

მაიკო,

გიგზავნი მოთხოვნილ ინფორმაციას:

 

სსიპ - . საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტს, დიაგნოსტიკის კომპონენტით განსაზღვრულ კონფირმაციულ კვლევას HCV core antigen მეთოდით, ასევე, მაღალი რისკის ჯგუფში (კერძოდ, ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეებისათვის, პილოტურად, ანტი HCV დადებითი ბენეფიციარების პირველად კონფირმაციას, გენოტიპირებას და მონიტორინგის პერიოდში HCV RNA ტესტირებას). საანგარიშო პერიოდში  განხორციელდა: სკრინინგისათვის საჭირო C ჰეპატიტის სადიაგნოსტიკო სწრაფი-მარტივი ტესტებისა და ლაბორატორიული სახარჯი მასალების შესყიდვა; ცენტრის მიერ შესყიდული ტესტებისა და სახარჯი მასალების გაცემა, მოთხოვნის შესაბამისად, იმ სამედიცინო დაწესებულებებზესაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე/სამსახურებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აფთიაქებზე, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ პაციენტებისათვის C ჰეპატიტის სკრინინგის უსასყიდლოდ ჩატარებაზე ცენტრის მიერ გადაცემული ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალების გამოყენებით, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტზე. ამასთან, ტესტების და სახარჯი მასალის მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება რეგიონული/მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით გეოგრაფიული პრინციპით, სჯდ ცენტრში წარდგენილი მოთხოვნების საფუძველზე.

შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში შესყიდული აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევისთვის საჭირო ტესტების გამოიყენებით გახორციელდა: C ჰეპატიტზე სკრინინგთან ერთად აივ ინფექცია/შიდსზე ტანდემ-ტესტირების ჩატარება დკსჯეცის და მისი რეგიონული ლაბორატორიების ბაზაზე და გამსვლელი ბრიგადების საშუალებით; ტესტებისა და სახარჯი მასალების გაცემა იმ მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ C ჰეპატიტზე  სკრინინგთან ერთად აივ ინფექცია/შიდსზე ტანდემ-ტესტირების უსასყიდლოდ ჩატარებას; მოსახლეობის ინფორმირება, C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარების თაობაზე; ჰეპატიტზე სკრინინგით გამოვლენილი დადებითი შემთხვევების რეფერალი დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად; C ჰეპატიტზე სკრინინგის შედეგების აღრიცხვა ელექტრონული ფორმით. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის  №214  დადგენილებით შევიდა ცვლილებასამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში, რომლის საფუძველზეც სტაციონარულ დაწესებულებებს დაევალათ უზრუნველყონ მათთან ჰოსპიტალიზებული ყველა პაციენტის კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით (სწრაფი მარტივი ტესტირება ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით კვლევის ჩატარება და ანგარიშგება), მათ შორის  გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა (EMERGENCY) და მიმღებ ერთეულში მოხვედრილი პაციენტების, მიუხედავად მათი სტაციონარში დაყოვნების ხანგრძლივობისა (აღნიშნული წესიდან გამონაკლისი განსაზღვრულია დადგენილების მიხედვით).

შეტანილია ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 მარტის N120 დადგენილებით შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში, რომლის შესაბამისად, სტაციონარული მომსახურების (გარდა დღის სტაციონარისა) მიმწოდებლები 2018 წლის 10 მარტიდან ვალდებულნი არიან ჰოსპიტალიზებული ყველა პაციენტისათვის C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევით დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში, უზრუნველყონ მათი შემდგომი კონფირმაციული კვლევისათვის საჭირო სისხლის ნიმუშის აღებაამასთანავე,  ‘’C ჰეპატიტის  მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის  2015 წლის 20 აპრილის დადგენილების შესაბამისად სსიპ - .საყვარელიძის სახელობის  დააავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული  ცენტრს, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და მაღალი რისკის პირებთან მომუშავე არასამთავრობო  ორგანიზაციებს უფლება აქვთ ადგილზევე აიღონ C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი ბენეფიციარების საკვლევი მასალა კონფირმაციისთვის;

2018 წლის 1 იანვრიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფსუსაფრთხო სისხლისადადედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისსახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიღებული C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი ნიმუშების კონფირმაციულ კვლევას

მიმდინარებს მუშაობა ინფექციების კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ გაიდლაინის შემუშავებაზე (საბოლოო ვერსია სავარაუდოდ მზად იქნება 2018 წ ბოლოს). სამედიცინო პერსონალისთვის მომზადდა საინფორმაციო მასალა ინფექციების კონტროლისა და პრევენციის შესახებ; საავადმყოფოებში ტარდება მონიტორინგი ინფექციების კონტროლისა და პრევენციის  საკითხებზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული დიპლომისშემდგომი სწავლის კურსი ინფექციების კონტროლისა და პრევენციის შესახებ გაიარა 86 ეპიდემიოლოგმა და ექიმმა.

ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ იანვარი-ივნისის თვეების პერიოდში ჩატარდა 5 ტრეინინგი, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 130 ექიმმა

ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის (CAESAR) ეროვნულ ქსელში ჩართულია 20 მიკრობიოლოგიური ლაბორატორია. ეროვნულ დონეზე გროვდება მონაცემები სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გამომწვევ პათოგენთა ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის შესახებ და აღნიშნული მონაცემები იგზავნება CAESAR-ის ქსელში და გლობალური ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის სისტემაში (GLASS).

აივ ინფექცია შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის  მიღებულ იქნა  ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ

ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში, 2018 წლის 18-20 ივნისს განხორციელდა ექსპერტთა მისია, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირის ექსპერტების მიერ ტექნიკური კონსულტაციის გაწევას საქართველოში სისხლის უსაფრთხოების სფეროს გაუმჯობესების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან დაახლოების გზით (კერძოდ, 2002/98/EC, დირექტივა 2004/33/EC, 2005/61/EC, 2005/62/EC). შედეგად, ექსპერტების მიერ შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები სისხლის ტრანსფუზიის სამსახურის ორგანიზაციული მოწყობის, სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს სტრუქტურის და ფუნქციების, ასევე, უანგარო დონაციების სისტემაზე გადასვლის საკითხებთან დაკავშირებით.

თამბაქოს კონტროლის ახალი კანონმდებლობის ამოქმედებასთან დაკაშირებით ჩატარდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეგიონული ცენტრების წარმომადგენელთა ტრენინგი თბილისსა და ქუთაისში - გადამზადდა 58 წარმომადგენელი, აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენელთა ტრენინგი თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების საკითხებში (თამბაქოს კვამლისაგან დაცვის, რეკლამისა და ვაჭრობის რეგულაციის კანონის საკითხებზე) რეგიონული ცენტრების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენელთათვის (მცხეთისა და თელავის მუნიციპალიტეტების ზედახედელობის სამსახურები), შსს წარმომადგენლების მონაწილეობით  (გადამზადდა 80-მდე პოლიციელი), მომზადდა 3 სოციალური სახის ვიდეო რგოლი და რადიო რგოლები, .. თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით და თამბაქოს მავნეობაზე. წლის ბოლომდე ასევე დაგეგმილია სატელევიზიო კლიპების დამზადება თამბაქოს თემატაზე, მომზადდა სოციალური სახის სარეკლამო ბანერები და განთავსდა მეტრო სადგურებსა და გარე სარეკლამო ლოკაციებზე ცენტრალურ ქუჩებზე 1 თვის ვადით,          დაიბეჭდა საპოპულარიზაციო და საგანმანათლებლო მასალები, .. თამბაქოს ამკრძალავი ნიშნები, ფლაერები და ბროშურები. აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო მასალების დარიგება სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, მომზადდა საგანმანათლებლო მასალები ჯანსაღი კვების, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების პრევენციის, ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის და ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებზე. წლის ბოლომდე დაგეგმილია ვიდეო რგოლების მომზადება C ჰეპატისტის და ალკოჰოლოს ჭარბი მოხმარების საკითხებზე,          სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაციის მიზნით მომზადდა და ვრცელდება საგანმანათლებლო და საოპულარიზაციო მასალები. დაგეგმილია სოციალური სახის სატელევიზიო კლიპის მომზადება.

საქართველოსქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების  შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის ღონისძიებასაშიში ქიმიური ნივთიერებების ეროვნული რეესტრის შექმნა და მისი მუდმივი განახლება“ - შესაბამისად   . ლუგარის საზოგადეობრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში ჩატარდა:                                       

ლუგარის ლაბორატორიების 2 აუდიტი

საგანგებო სიტუაციებზე (ხანძარზე) რეაგირების 1 სავარჯიშო

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შიდა ჯგუფის 2 შეხვედრა/სავარჯიშო

ლუგარის საინჟინრო პერსონალის 1 ტრეინინგი ბიოუსაფრთხოებაში

ბაქტერიებისა და ვირუსების ეროვნული საცავის 1 ინვენტარიზაცია

ბუდ-3 ზონაში მომუშავე პერსონალის (57 პირი) ტრეინინგი ბიოუსაფრთხოებასა და უსაფრთხო ლაბორატორიულ პრაქტიკაში

ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების 2 სპეციალისტმა მონაწილეობა მიიღო . ბუქარესტში გამართულ ბიოტერორიზმზე ერთიანი რეაგირების საკითხებისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმში.

 

პატივისცემით,

 

ნანა

 

From: Maia Nikoleishvili [mailto:mnikoleishvili@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, October 17, 2018 1:01 PM
To: Elza Jgerenaia; Beka Peradze; Nino Odisharia; Mariam Darakhvelidze; Nana Kavtaradze; mmaghlapheridze@moh.gov.ge
Cc: Lika Klimiashvili; Ketevan Goginashvili; Tea Gvaramadze; Sopo Belkania; Mariana Mkurnali; Tamar Basilia; Tamar Barkalaia
Subject: FW: EU Integration Commission on 22 Oct (Monday) at 14:00
Importance: High

 

 

მოგესალმებით,

 

გიგზავნით საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ მეილს, რომელიც ეხება  22 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით დაგემგილ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 58-ე სხდომას.

 

სხდომის ფორმატის თანხმად, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ანგარიშს წარადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი. ამასთან, კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული იქნება ამა თუ იმ მიმართულებით ევროკავშირის ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის  დასაქმების სერვისების შესახებ აქტის პროექტი.

 

მინისტრის შემდგომი ინფორმირების მიზნით, გთხოვთ, უმოკლეს ვადაში (არაუგვიანეს 19 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრისა) თქვენი კომპეტენციის შესაბამისად მოგვაწოდოთ მოკლე ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და არსებული გამოწვევების თაობაზე.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.

 

პატივისცემით,

 

მაია ნიკოლეიშვილი

 

From: David Bujiashvili [mailto:dbujiashvili@mfa.gov.ge]
Sent: სამშაბათი, 16 ოქტომბერი, 2018 20:10
To: kochoradze@yahoo.com; mgabunia@moesd.gov.ge; ndundua@justice.gov.ge; kkhandolishvili@mes.gov.ge; ngabitashvili@mes.gov.ge; vshatberashvili@yahoo.com; Mnatsvlishvili@sao.ge; ttsekvava@geostat.ge; nchinkorashvili@pog.gov.ge; etsereteli@insurance.gov.ge; skvinikhidze@es.gov.ge; emachavariani@mia.gov.ge; giorgi.dziguashvili@nbg.gov.ge; tamar.kusikashvili@nbg.gov.ge; gakharia@mia.gov.ge; anozadze@pdp.ge; d.shoshitashvili@mof.ge; gukatopchishvili@ssg.gov.ge; gtevdorashvili@fms.gov.ge; Lasha.Inauri@mepa.gov.ge; r.kakulia@mrdi.gov.ge; d.kalatozishvili@mrdi.gov.ge; dkalatozishvili@gmail.com; iaghapishvili@csb.gov.ge; shalamberidze87@gmail.com; a.shalamberidze@supremecourt.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; sh.mezurnishvili@hcoj.gov.ge; t.papashvili@hcoj.gov.ge; tchitaia@parliament.ge
Cc: Nino Kamarauli <n.kamarauli@mfa.gov.ge>; Anna Martinenko <amartinenko@mfa.gov.ge>; Kristine Zhgenti <k.zhgenti@mfa.gov.ge>; Nino Grdzelishvili <ngrdzelishvili@mfa.gov.ge>
Subject: EU Integration Commission on 22 Oct (Monday) at 14:00

 

კოლეგებო მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს (ორშაბათს), 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში (XII სართული), საქართველოს პრემიერმინისტრის თავმჯდომარეობით გაიმართება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 58- სხდომა.

 

ხვალ ოფიციალურად დაიგზავნება წერილები თქვენი უწყებების პირველი პირების სახელზე.

 

წინასწარ ინფორმაციისთვის გიზიარებთ დღის წესრიგს.

 

ასევე მას შემდეგ რაც გეცოდინებათ თქვენი უწყებიდან დამსწრე პირების ვინაობა, გთხოვთ გვაცნობოთ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს სექტორული ინტეგრაციის სამმართველოს უფროსს ქ-ნ ნინო ყამარაული 599247314.

 

პატივისცემით,

 

დავით ბუჯიაშვილი

 

 

David Bujiashvili

 

Head of the EU Assistance and Sectorial Coordination Department

Directorate General for European Integration

Ministry of Foreign Affairs

Tel: (+995) 32 2 94 50 00- ext. 3200

+995 577100507