From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Subject : RE: WHA - Side event
Cc : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Received On : 18.04.2019 08:15

რადგან მთავარი საკითხი არის საყოველთაო ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურეობისადმი, ჩემი აზრით აქცენტი უნდა გაკეთდეს საქართველოს სტრატეგიაზე ამ მიმართულებით. რატომ აირჩია ქვეყანამ საყოველთაო ჯანდაცვა 2012, პოლიტიკური გადაწყვეტილება, დაფინანსების გაზრდა, გაფართოების ეტაპები, გეგმები საით მივდივართ, რომ ვართ შესაბამისობაში გლობალური ჯანდაცვისა და ჯანმო-სდჯ-ის მთავარ მიმართულებასთან და ა.შ. მოკლედ უკვე რა შედეგებია (ჯიბიდან გადხდის შემცირება, სოციალური კმაყოფილების გაზრდა, სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვების კმაყოფილების სკორინგები) და ერთ-ერთ მაგალითად ც ჰეპატიტის ელიმინაცია როგორც საყოველთაობის საუკეთესო პრაქტიკა.

 

ასეთი გამოსვლები არ ცილდება ხოლმე 5-7-10 წუთს, ამიტომ ვფიქრობ 5-7 სლაიდი უნდა მომზადდეს სათაურისა და მადლობის გარდა.

 

პატივისცემით

 

ამირანი

 

From: Sopo Belkania [mailto:sbelkania@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, April 17, 2019 7:34 PM
To: Amiran Gamkrelidze; Tamar Gabunia; Ketevan Goginashvili; Mariam Darakhvelidze
Cc: Maia Nikoleishvili
Subject: WHA - Side event

 

მოგესალმებით,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ინიცირებული პარალელური ღონისძიება WHO- მიერ არ შეირჩა.

 

გიგზავნით ტაილანდის, იაპონიის და კენიის მიერ ორგანიზებული პარალელური ღონისძიების კონცეფციას, რომელიც საქართველომ დაასპონსორა http://apps.who.int/gb/Side-Events/WHA72/pdf_files/Thailand.pdf

 

ვინაიდან ღონისძიების პროგრამა უკვე შედგენილია სამი ქვეყნის მიერ და ღონისძიებას საქართველოს გარდა კიდევ რამდენიმე ქვეყანა ასპონსორებს, ტაილანდის მხარის ინფორმაციით, პროგრამა ვერ შეიცვლება.

 

თუმცა თუ საქართველოს მხარე მიაწვდის ინფორმაციას იმ კონკრეტული მიმართულებების შესახებ, რომელზეც ყურადღებას გაამხვილებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი საკუთარ გამოსვლაში, ტაილანდის მხარე კენიასთან და იაპონიასთან კონსულტაციით განიხილავს საქართველოსთვის სიტყვის მიცემის შესაძლებლობას.

 

აქედან გამომდინარე, ტაილანდის მხარე გვთხოვს მივაწოდოთ ინფორმაცია:

-         მინისტრის გამოსვლის კონკრეტულ მიმართულებებზე (ასევე, აინტერესებთ თუ იქნება საუბარი ნიუ-იორკში , გენ. ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე მაღალი დონის დიალოგის (High Level dialogue on UHC) თემაზე;

-         პროგრამის მიხედვით ღონისძიების კონკრეტულად რა ნაწილში მიიჩნევს საქართველოს მხარე ინტერვენციის აუცილებლობას;

-         რამდენწუთიანი იქნება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლა.

 

გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოგვაწოდოთ თქვენი პოზიცია, წინადადება ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ტაილანდის მხარის ინფორმირების მიზნით.

 

საუკეთესო სურვილებით,



სოფო

 

Sent from my iPhone