| From : | Natia Khaindrava <nkhaindrava@gmail.com> |
| To : | mnikoleishvili@moh.gov.ge |
| Subject : | Re: აასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის გეგმა |
| Cc : | Meri Maghlapheridze <mmaghlapheridze@moh.gov.ge>; Lasha Jinjikhadze <ljinjikhadze@moh.gov.ge>; Irma Aladashvili <ialadashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 20.02.2019 10:29 |
| Attachments : |
ქალბატონო მაია,გვსურს, წამორგიდგინოთ სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარებით სახელმწიფო ფონდის მოსაზრებები არასამთავრობო ორგანიზაციების კომენტარებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს საქმიანობას ეხება:
11.5 აქტივობა - „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების/კრიზისული ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება“.
რაც შეეხება ფონდი „სოხუმის“ კომენტარს „საკითხი ძალიან აქტუალური ხდება იმ პირობებში, როცა დაიწყო საუბარი, რომ შეიძლება ამ ინსტიტუციამ შეითავსოს ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების უფლებამოსილება. ამიტომ აქტივობის შესრულების ინდიკატორი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა (მინიმუმ 1 ტრენინგი) კატეგორიულად არასაკმარისია ამ კუთხით კვალიფიციური მომსახურების გასაწევად.“
ფონდის თანამშრომლები წლის განმავლობაში გადიან არაერთ სასწავლო, თუ სატრენინგო კურსს სხვადასხვა მიმართულებით, რადგან ფონდისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, თუმცა საკითხი ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის ეტაპზეა და ჯერ რეალურად არ დგას დღის წესრიგში.
11.7 აქტივობა – „სამიზნე ჯგუფებში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და ფონდის მომსახურებების პოპულარიზაცია საინფორმაციო კამპანიის წარმოების გზით“
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კომენტარი – „კარგი იქნება თუ დაფარვის არეალში ქვემო ქართლიც მოხვდება, არამხოლოდ აზრბაიჯანული მოსახლეობა, არამედ ქართული მოსახლეობაც“
ფონდი წლის განმავლობაში ახორციელებს შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ქვემო ქართლში, ზოგადად შეხვედრებს ესწრებიან, როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე ეთნიკურად ქართველებიც.
პატივისცემით,
ნათია ხაინდრავა,
საზოგადოებასთან და დონორებთან
ურთიერთობის კოორდინატორი
+995 599 43 70 80