| From : | Ana Shaishmelashvili <ashaishmelashvili@mfa.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: დარჩენილი პრეზენტაციები - სისხლი, ორგანოთა ტრასპლანტაცია, თამბაქო |
| Cc : | Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>; n.kavtaradze@ncdc.ge; nmaglakelidze@yajoo.com |
| Received On : | 15.02.2019 17:28 |
არ გვიანდება, მაიკო, კი, კი, ძალიან კარგი იქნება!
ძალიან დიდი მადლობა!!!
ანა,
თუ არ გვიანდება, ორშაბათს ჩვენ მოგაწვდით ამ დანართის ინგლისურენოვან ვერსიას.
პატივისცემით,
მაიკო
From: Natia Nogaideli
Sent: Friday, February 15, 2019 8:27 PM
To: Ana Shaishmelashvili
Cc: Maia Nikoleishvili
Subject: Re:
ანა,
სამწუხაროდ ეს გეგმა ინგლისურად არ მაქვს (არ გვითარგმნია).
გიგზავნით ქართულ ვერსიას.
ნუკის შეუძლია, ნებისმიერ დროს მომწეროს და დეტალურ ინფორმაციას მივაწვდი.
პატივისცემით,
ნათია
From: Ana Shaishmelashvili <ashaishmelashvili@mfa.gov.ge>
Sent: Friday, February 15, 2019 8:11 PM
To: Natia Nogaideli; n.kavtaradze@ncdc.ge;
nmaglakelidze@yajoo.com
Cc: Maia Nikoleishvili; Mariam Darakhvelidze
Subject: Re: დარჩენილი
პრეზენტაციები -
სისხლი,
ორგანოთა
ტრასპლანტაცია,
თამბაქო
ნათია, გმადლობთ,
გადავცემ ნუკის ამ ინფორმაციას. ამ თემაზე საგარეოში შეხვედრაზე ნათქვამი გადმომცა ნინი გრძელიშვილმა და თხოვნა მაქვს: თუ შეგიძლიათ, ის გრაფიკი დაგეგმილი აქტივობებისა, რაც ნინის შეხვედრაზე აჩვენეთ, ინგლისურ ენაზე რომ გამოგვიგზავნოთ. ძალიან კარგი იქნება, რომ ნუკიმ ეგეც თან იქონიოს და წარმოადგინოს ქვეკომიტეტის შეხვედრაზე.
თქვენ რადგან არ ხართ აქ, გთხოვთ, იქნებ თქვენმა კოლეგებმა შეძლონ, რომ მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია.
წინასწარ
გმადლობთ,
საუკეთესო
სურვილებით,
ანა
From: Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>
Sent: Friday, February 15, 2019 7:17 PM
To: Ana Shaishmelashvili; n.kavtaradze@ncdc.ge;
nmaglakelidze@yajoo.com
Cc: Maia Nikoleishvili; Mariam Darakhvelidze
Subject: Re: დარჩენილი
პრეზენტაციები -
სისხლი,
ორგანოთა
ტრასპლანტაცია,
თამბაქო
საღამო მშვიდობისა, ანა,
სამწუხაროდ, არ ვიმყოფები საქართველოში და განახლებული პრეზენტაციის გადმოგზავნა მოგვიანებით მიხდება, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი.
ამასთან, მაქვს ერთი თხოვნა ნუკასთან: ვინაიდან ევროდირექტივები რადიკალურად ახალ მიდგომებს ამკვიდრებს ტრანსპლანტაციის სფეროში და, პრაქტიკულად, უკავშირდება სამი მიმართულებით (ორგანოები, ქსოვილები/უჯრედები, რეპროდუქციული ტექნოლოგიები) კანონმდებლობის მომზადება/იმპლემენტაციას (ამასთან, არსებული კანონმდებლობა ამ ეტაპზე რეპროდუციულ მიმართულებას არ ფარავს), მართებულად მიგვაჩნია, კანონმდებლობის იმპლემენტაციისათვის (ანუ კანონქვემდებარე აქტების მომზადება/ამოქმედება, მარეგულირებელი ავტორიტეტის გაძლიერება) შესაძლებელი იყოს დამატებითი ვადის გათვალისწინებას (2020 წელი). ამის თაობაზე გვქონდა საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე და მათ გვირჩიეს, ჩვენს წარმომადგენელს გაეჟღერებინა ჩვენი ეს წინადადება - ანუ კანონმდებლობა (3 კანონი) მზად იქნება წლის ბოლოსთვის, ხოლო იმპლემენტაციის ვადა, მართებულია, გადავადდეს 2020 წლის ბოლომდე.
პატივისცემით,
ნათია ნოღაიდელი
From: Ana Shaishmelashvili <ashaishmelashvili@mfa.gov.ge>
Sent: Friday, February 15, 2019 5:17 PM
To: n.kavtaradze@ncdc.ge; Natia Nogaideli;
nmaglakelidze@yajoo.com
Cc: Maia Nikoleishvili
Subject: დარჩენილი
პრეზენტაციები -
სისხლი,
ორგანოთა
ტრასპლანტაცია,
თამბაქო
კოლეგებო, მოგესალმებით ყველას,
ყველას ძალიან გთხოვთ, დღეს აუცილებალად გამომიგზავნოთ დარჩენილი პრეზენტაციები:
სისხლი;
ორგანოთა ტრანსპლანტაცია;
თამბაქო
ამასთან, ნუკის ვთხოვ, გამომიგზავნოს პასპორტის მთავარი გვერდის სკანერი (სასწრაფოა) და პარიზიდან მატარებლის ბილეთი, რომ საელჩოს მივცე დასახვედრად (ეს მერეც შეიძლება, იმ კვირაში).
დღეს ბოლო ვადაა ევროპელებთან პრეზენტაციების გაგზავნის და ძალიან გთხოვთ ყველას, გაითვალისწინოთ.
ველოდები თქვენს პრეზენტაციებს,
გმადლობთ,
ანა