| From : | Ana Shaishmelashvili <ashaishmelashvili@mfa.gov.ge> |
| To : | Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>; n.kavtaradze@ncdc.ge; nmaglakelidze@yajoo.com |
| Subject : | Re: დარჩენილი პრეზენტაციები - სისხლი, ორგანოთა ტრასპლანტაცია, თამბაქო |
| Cc : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 15.02.2019 16:12 |
საღამო მშვიდობისა, ანა,
სამწუხაროდ, არ ვიმყოფები საქართველოში და განახლებული პრეზენტაციის გადმოგზავნა მოგვიანებით მიხდება, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი.
ამასთან, მაქვს ერთი თხოვნა ნუკასთან: ვინაიდან ევროდირექტივები რადიკალურად ახალ მიდგომებს ამკვიდრებს ტრანსპლანტაციის სფეროში და, პრაქტიკულად, უკავშირდება სამი მიმართულებით (ორგანოები, ქსოვილები/უჯრედები, რეპროდუქციული ტექნოლოგიები) კანონმდებლობის მომზადება/იმპლემენტაციას (ამასთან, არსებული კანონმდებლობა ამ ეტაპზე რეპროდუციულ მიმართულებას არ ფარავს), მართებულად მიგვაჩნია, კანონმდებლობის იმპლემენტაციისათვის (ანუ კანონქვემდებარე აქტების მომზადება/ამოქმედება, მარეგულირებელი ავტორიტეტის გაძლიერება) შესაძლებელი იყოს დამატებითი ვადის გათვალისწინებას (2020 წელი). ამის თაობაზე გვქონდა საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე და მათ გვირჩიეს, ჩვენს წარმომადგენელს გაეჟღერებინა ჩვენი ეს წინადადება - ანუ კანონმდებლობა (3 კანონი) მზად იქნება წლის ბოლოსთვის, ხოლო იმპლემენტაციის ვადა, მართებულია, გადავადდეს 2020 წლის ბოლომდე.
პატივისცემით,
ნათია ნოღაიდელი
კოლეგებო, მოგესალმებით ყველას,
ყველას ძალიან გთხოვთ, დღეს აუცილებალად გამომიგზავნოთ დარჩენილი პრეზენტაციები:
სისხლი;
ორგანოთა ტრანსპლანტაცია;
თამბაქო
ამასთან, ნუკის ვთხოვ, გამომიგზავნოს პასპორტის მთავარი გვერდის სკანერი (სასწრაფოა) და პარიზიდან მატარებლის ბილეთი, რომ საელჩოს მივცე დასახვედრად (ეს მერეც შეიძლება, იმ კვირაში).
დღეს ბოლო ვადაა ევროპელებთან პრეზენტაციების გაგზავნის და ძალიან გთხოვთ ყველას, გაითვალისწინოთ.
ველოდები თქვენს პრეზენტაციებს,
გმადლობთ,
ანა