From : Guram Giorgobiani <ggiorgobiani@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : Re: იაპონიის საგრანტო პროექტის საკონსულტაციო კომიტეტის ოქმის პროექტი
Received On : 02.10.2020 12:55

​მოგესალმები მაიკო,


გიდასტურებ რა თქმა უნდა.


პატივისცემით,

გურამი


From: Maia Nikoleishvili
Sent: Wednesday, September 30, 2020 5:11 PM
To: Beka Jakeli; Nino Kobaidze; Maia Gotiashvili; Tamar Shalamberidze; Ketevan Goginashvili; Guram Giorgobiani; Amiran Gogitidze; Gela Chigoshvili; Shorena Okropiridze
Cc: Tinatin Khardziani; Alexi Zhvania
Subject: იაპონიის საგრანტო პროექტის საკონსულტაციო კომიტეტის ოქმის პროექტი
 

კოლეგებო, მოგესალმებით,

 

გიგზავნით იაპონიის საგრანტო პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო კომიტეტის საბოლოო ოქმის პროექტს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ ოქმს და 2 ოქტომბრამდე დაგვიდასტუროთ ან მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები/წინადადებები.

 

აქვე, გაცნობებთ, რომ ოქმის მიხედვით ქართულ მხარეს ეკისრება საქონლის იმპორტისა და საბაჟო გადასახადებისგან გათვისუფლება. იაპონური მხარე მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნული მიზნისთვის უზრუნველყოს საჭირო დოკუმენტაციის მოწოდება. შესაბამისად, ეკონომიკურ დეპარტამენტს ვთხოვთ, უმოკლეს ვადაში გვაცნობოს რა პროცედურებს ითვალისწინებს გადასახადებისგან გათავისუფლება და რა დოკუმენტაცია იქნება საჭირო იაპონიის მხრიდან.

 

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამედიცინო აპარატურა რეგისტრაციას არ საჭიროებს, თუმცა ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს ვთხოვთ, აღნიშნული საკითხის დაზუსტებას.

 

პანდემიიდან გამომდინარე, იაპონური მხარე გვთავაზოსბს, ოქმის პროექტზე შეთანხმების შემდგომ, ონლაინ შეხვედრა გაიმართოს ჩვენი სამსახურის, იაპონიის საელჩოსა და კრაუნ ეიჯენტის მონაწილეობით, სამინისტროს პოზიციის გაზიარებისა და ხელმოწერილი ოქმის მიწოდების მიზნით. ოქმის ხელმოწერის შემდგომ დაიწყება სატენდერო პროცედურები. შესაბამისად, სატენდერო პროცედურების დროულად დაწყების მიზნთ, გთხოვთ, დროულ რეაგირებას

 

პატივისცემით,

 

მაიკო

 

მაია ნიკოლეიშვილი

 

ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო

ტელ.: +995 32 2510034 (0803)

მობ.: +995 577 272713

ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge