| From : | Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: კატარის ჯანდაცვის მინისტრთან განსახილველი საკითხები |
| Cc : | Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge> |
| Received On : | 16.05.2019 20:33 |
| Attachments : |
მაიკო, საღამო მშვიდობისა,
გიგზავნი ინფორმაციას გადმოგზავნილ კითხვებთან დაკავშირებით:
1. საქართველოში ჯანდაცვის პერსონალის განათლება ხორციელდება უმაღლესი (აკადემიური) და პროფესიული განათლების ფორმით. საექთნო საქმის (ექთანი/ბებიაქალი) მიმართულებით განათლება მიმდინარეობს აკადემიური და პროფესიული განათლების ფორმით: აკადემიური პროგრამებიდან 2011
წლიდან მოქმედებს საბაკალავრო (4 წელი - 240 კრედიტი) პროგრამები. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ექთნების/ბებიაქალებისათვის 2019 წლამდე იყო 2 წლიანი, რომელთა დასრულების შემდეგ პირს ენიჭებოდა ექთნის/ბებიაქალის კვალიფიკაცია; 2019 წლიდან პროფესიული საექთნო
საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობა გახდა სამწლიანი და პირს ენიჭება ასოცირებული ხარისხი. ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გვაქვს სამსაფეხურიანი სწავლება (ბაკალავრიატი (240 კრედიტი), მაგისტრატურა (120 კრედიტი), დოქტორანტურა
- 180 კრედიტი). სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა 6 წელი - 360
კრედიტი და მთავრდება დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხის მინიჭებით; სტომატოლოგიური განათლების ხანგრძლივობა არის 5 წელი (300 კრედიტი). სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების დასრულების შემდეგ პირს ენიჭება მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული
დიპლომირებული მედიკოსის/დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი. სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების შემდგომი საფეხურია დოქტორანტურა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სამეცნიერო და აკადემიური პედაგოგიური კადრების მომზადება. ექიმს/სტომატოლოგს დამოუკიდებელი საქმიანობის
უფლების მოპოვების მიზნით დამაჭებით სჭირდება დიპლომისშემდგომი განათლების დასრულება და ამის საფუძველზე სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვება.
2. ექიმებს/სტომატოლოგებს საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით ესაჭიროებათ დიპლომისშემდგომი მზადების დასრულება შესაბამისი სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში. ექიმებისათვის დიპლომისშემდგომი პროგრამების ხანგრძლივობა, საექიმო სპეციალობის მიხედვით,
არის 3-6 წელი, სტომატოლოგებისათვის, ასევე, სპეციალობის მიხედვით, 1-3 წელი.
3. ჯანდაცვის პერსონალის მზადება ნებისმიერ ეტაპზე მიმდინარეობს დასწრებული პროგრამების ფარგლებში. ამასთან, არასრული სასწავლო დღის ფარგლებში მზადება დასაშვებია მხოლოდ სამაგისტრო პროგრამებისათვის.
4. საქართველოში ამ ეტაპზე რეგულირებადია მხოლოდ ექიმის/სტომატოლოგის პროფესია. ექიმს/სტომატოლოგს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ენიჭება სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების საფუძველზე. ექიმთა/სტომატოლოგთა სერტიფიცირებაზე პასუხისმგებელია სამინისტროს
პროფესიული განვითარების საბჭო, საბჭოს მუშაობას კი ორგანიზებას უწევს სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. ექიმების/სტომატოლოგების სახელმწიფო სერტიფიკატები აღიარებულია გარკვეულ ქვეყნებში, მაგალითად, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა,
ყაზახეთი და სხვ..
5. სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების მიზნით ექიმმა/სტომატოლოგმა უნდა დაასრულოს დიპლომისშემდგომი განათლების/რეზიდენტურის პროგრამა და ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა. ამასთან, დიპლომირებულმა ექიმმა/სტომატოლოგმა სარეზიდენტო პროგრამებში მონაწილეობის
უფლების მოპოვების მიზნით უნდა ჩააბარონ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა.
პატივისცემით,
ნათია
ნათია,
გიგზავნით კატარში საქართველოს საელჩოდან მიღებულ წერილს, რომელიც ეხება ჟენევაში ჯანმოს ასამბლეის ფარგლებში კატარისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრებს შორის დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე.
კატარის მხარემ მოგვმართა კონკრეტული შეკითხვებით:
1. საქართველოს სამედიცინო განათლების სისტემით გაცემული აკადემიური კვალიფიკაცია ბაკალავრის ხარისხს შეესაბამება, თუ ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის დიპლომს. (Types of academic qualification in the Georgian educational system, if this includes undergraduate/postgraduate degree and technical diplomas)
2. როგორია სამედიცინო განათლების პროგრამების ხანგრძლივობა და კლინიკური ტრეინინგები. (The duration of these programs and the training involved in order to achieve the qualifications)
3. სწავლება მიმდინარეობს სრული სასწავლო დღე, არასრული სასწავლო დღე თუ დისტანციური სწავლების ფორმით. (The mode of study offered to complete each of these qualifications: whether it involves full time, part time or distance learning)
4. რომელი სახელმწიფო მარეგულირებელი უწყება არის სამედიცინო საქმიანობის და მედიცინის დარგის მუშაკების სერტიფიცირებასა და ლიცენზირებაზე პასუხისმგებელი, ასევე ქართველი ჯანდაცვის მუშაკების კვალიფიკაცია თუ არის აღიარებული საერთაშორისოდ. (The regulatory/accreditation authority involved in the registration and licensing for healthcare practitioners in Georgia as well as any international recognition if any).
5. საჭიროა თუ არა ლიცენზიის მიღებამდე სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის გავლა. (If there are any licensing exam required to take before they can be licensed).
შემჭიდროებული ვადების გათვალისწინებით, გთხოვთ, ხვალ 17 მაისის, დღის პირველ ნახევარში მოგვაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
მადლობა წინასწარ.
მაიკო
From: Sopo Belkania
Sent: Thursday, May 16, 2019 4:19 PM
To: Maia Nikoleishvili
Subject: qatar
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232
From: Nikoloz Revazishvili [mailto:nrevazishvili@mfa.gov.ge]
Sent: Thursday, May 16, 2019 4:17 PM
To: Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
Subject: FW:
სოფო როგორ ხარ?
აი ეს წერილი გამოვგზავნეთ, საგარეოდან მოგივათ მალე. მინისტრები შეხვედრის დროს სავარაუდოდ ამ საკითხებსაც განიხილავენ.
ნიკა
Nikoloz Revazishvili
Ambassador
Embassy of Georgia in the State of Qatar
West Bay, zone 66, St. 845, villa 9
Tel: +974-44739499
Fax: +974- 44739495
From: Teona Koridze
Sent: Thursday, May 16, 2019 3:12 PM
To: Nikoloz Revazishvili <nrevazishvili@mfa.gov.ge>
Subject: