მოგესალმებით მეგობრებო,
გიგზავნით 13 ოქტომბერს დაგეგმილი სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგს. შეგახსენებთ, რომ შეხვედრისას განვიხილავთ საჯარო პოლიტიკის შეფასების ჩარჩოს,
რომელიც შემუშავდა ინვოციებისა და რეფორმების ცენტრის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის
შემუშავება“ (პროექტის მოკლე აღწერა თან ახლავს წერილს) ფარგლებში.
ველით თქვენთან შეხვდრას და თქვენ აქტიურ ჩართულობას.
დიდი მადლობა წინასწარ!
საუკეთესო სურვილებით,
ქეთი გომელაური
|
From: Keti Gomelauri
Date: Wednesday, 30 September 2020 at 13:16
To: "begoidzemariami@gmail.com"
Cc: Ana Kvernadze
Subject:
მოგესალმებით მეგობრებო,
გაცნობებთ, რომ 2019 წლის ოქტომბრიდან, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC), ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს
პროექტს - „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება“
(პროექტის მოკლე აღწერა თან ახლავს წერილს).
პროქტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, საჯარო პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელების და შედეგების შეფასების
ჩარჩოს შემუშავება წარმოადგენს.
პოლიტიკის დაგეგმვის სწორად და გამართულად აწყობილი ციკლი საჯარო მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს
საჯარო მართვის პროცესში კარგი მმართველობის პრინციპების გატარებას. მისასალმებელია, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა და შედეგზე ორიენტირებული მართვა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ აღიარებული იქნა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი. როგორც ჩვენთვის ცნობილია,
დამტკიცდა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასებსი წესი და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, შემუშავდა პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო. ამჟამად კი მისი პრაქტიკული რეალიზაცია დგას დღის წესრიგში.
IRC-ის მიერ შემუშავებული საჯარო პოლიტიკის შეფასების ჩარჩო მიზნად ისახავს ერთი მხრივ,
გაზარდოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საჯარო პოლიტიკის მონიტორინგისა და შეფასების პროცესში, ხოლო მეორე მხრივ,
წაახალისოს და ხელი შეუწყოს პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სტარდარტიზებული მიდგომის პრაქტიკულ რეალიზაციას.
ამ და საჯარო პოლიტიკის განხორციელებისა და შედეგების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე სასაუბროდ,
გვსურს მოგიწვიოთ ვირტუალურ შეხვედრაზე
13 ოქტომბერს, სამშაბათს. შეხვედრის დღის წესრიგს დამატებით მოგაწვდით უახლოეს დღეებში.
გთხოვთ დაგვიდასტუროთ მონაწილეობა 5 ოქტომბრის დღის ბოლომდე.
დიდი მადლობა წინასწარ!
საუკეთესო სურვილებით,
ქეთი გომელაური
|