| From : | Vano Goliadze <vaniko@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: სამინისტროს ახალი დასახელება ინგლისურ ენაზე |
| Cc : | Nani Alania <nalania@moh.gov.ge>; Ivane Bibilashvili <ibibilashvili@moh.gov.ge>; Maia Tabagari <mtabagari@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge> |
| Received On : | 12.07.2018 08:49 |
მაიკო,
სახელი (ინგლისურიც და ქართულიც) თუ გამოყოფილ რაოდენობაში არ ჩაეტია, უნდა შემოკლდეს. ამიტომ უნდა გაიყოს ორ 38 სიმბოლოიან ნაწილად, იმისთვის, რომ ჩაეტიოს გამოყოფილი ორ ველში, თითოეული 38 სიმბოლო მაქსიმუმ.
გარდა ამისა, აუცილებელია ახალი საიდენტიფიკაციო კოდი.
ასევე საჭიროა ახალი მისამართი (იურიდიული და ფაქტიური ხომ ერთი და იგივე იქნება?).
ეს მონაცემები აუცილებელია. ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ.
ამ მონაცემებით გაკეთდება ორი განაცხადი (ვანო გააკეთებს).
ამის გარდა უნდა გადავიხადოთ ორჯერ 250 ლარი. თითოეული შტამპი ღირს 250 ლარი, ორი იდენტური შტამპი დაგვჭირდება იმიტომ, რომ სხვადასხვა საქმისწარმოების სისტემაზე უნდა მივაბათ.
შემდეგ უნდა გავგზავნოთ წერილი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერით (ჩვენს შემთხვევაში მინისტრი) სერვისების განვითარების სააგენტოში, თან დავურთავთ განაცხადებს, გადახდის დამადასტურებელ საბუთს (მარინა აბრამიშვილი) და მოვითხოვთ შტამპის დამზადებას, რასაც მაქსიმუმ 2 დღე დასჭირდება ან უფრო ადრე.
ვანო
P.S. სანამ ეს გაკეთდება, უნდა მოვიპოვოთ უფლება ვიმუშაოთ ძველი შტამპით (ჩვენც და ლტოლვილებმაც)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia