| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; Gela Chigoshvili <gchigoshvili@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Nino Kobaidze <nkobaidze@moh.gov.ge>; Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge>; Tamar Shalamberidze <tshalamberidze@moh.gov.ge>; Guram Giorgobiani <ggiorgobiani@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ფრიად სასწრაფო! დონაციის შეთანხმება |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Received On : | 06.10.2020 13:38 |
მოგესალმებით მეგობრებო,
ჩვენის მხრიდან, გაცნობებთ ჩვენს პოზიციას/მოსაზრებებს:
1. უნდა იქნეს კარგად განსაზღვრული ეს არის "გრანტი" თუ "დახმარება". თუ გრანტია "გრანტების შესახებ" კანონით წავალთ, თუ დახმარებაა მხოლოდ უფლებამოსილების მუხლი იქნება მისათითებელი.
2. განსასაზღვრია შეთანხმების სტატუსი. სავარაუდოდ ეს იქნება მთავრობათაშორისი ხელშეკრულება, რომელსაც ექნება საერთაშორისო ხელშეკრულების სტატუსი (ვინაიდან საგარეო საქმეთა სამინისტროც არის პირველი ადრესატი, ამ საკითხს ალბათ ისინი გაარკვევენ). ყოველშემთხვევაში, მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება იქნება გასაკეთებელი ასეც და ისეც და განსასაზღვრი იქნება ვინ მოაწერს ხელს, ხოლო გრანტის შემთხვევაში ასევე უნდა განისაზრვროს მთავრობის სახელით გრანტის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოც, და ამავდორულად, თუ გრანტის ღირებულება აღემატება 100 000 ლარს, ასევე უნდა შეუთანხმდეს ხელშეკრულებაც მთავრობას.
3. ცოტა არ იყოს თვალში მოგვხვდა "აფხაზეთის რეგიონისთვის" გადაცემის ჩანაწერი. საინტერესო იქნება ამის ოფიციალური თარგმანიც. რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ ნაწილს უფრო შეადგენს. ან რამდენად არის ეს საკითხი სხვა ქვეყნის კომპეტენცია,
ამავე კონტექსტში, საინტერესოა კონკრეტულად რა იგულისხმება
ხელშეკრულების იმ ნაწილში, რომელიც იძახის, რომ საქონლის გადაცემის პირობები დაზუსტდება მოგვიანებითო. რა პირობები უნდა იქნეს დაზუსტებული სასურველია ეს საკითხი წინასწარ იქნეს წინასწარ გავლილი (იქნებ ისეთი
პირობაა, რომელიც არ არის მისაღები ჩვენი მხარისთვის).
ამავდორულად, ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, შესაბამისად, არსებული პრაქტიკის მიხედვით, საქონლის შეტანა ხდება საკოორდინაციო მექანიზმის
გამოყენებით აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის, სადაც ჩართულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სასურველი იქნებოდა მათი ჩართულობაც ამ პროცესში.
პატივისცემით,
ნათია
Sincerely,
მოგესალმებით,
გიგზავნით თურქეთის საელჩოდან მიღებულ წერილს, რომელიც ეხება თურქეთის მთავრობის მხრიდან გრანტის სახით სამედიცინო აღჭურვილობის, მედიკამენტების, ასევე, პირადი დაცვის საშუალებების მიღების საკითხს. დონაციის შეთანხმებაში წარმოდგენილი აღჭურვილობის ნაწილი უნდა გადაეცეს აფხაზეთს.
გთხოვთ, უმოკლეს ვადაში განიხილოთ დონაციის შეთანხმება და დღის ბოლომდე გვაცნობოთ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერის მიზნით გასატარებელი პროცედურები. ჩვენი მხრიდან დამატებით მოგაწვდით ქართულენოვან თარგმანს.
პატივისცემით,
მაია ნიკოლეიშვილი
ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო
ტელ.: +995 32 2510034 (0803)
მობ.: +995 577 272713
ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge