| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| Subject : | Re: შეთანხმება წითელას ვაქცინაზე |
| Cc : | Lali Ebanoidze <L.Ebanoidze@ncdc.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge> |
| Received On : | 11.02.2019 15:33 |
კოლეგებო, ატვირთა კანცელარიამ განკარგულება ხელმოსაწერად.უწყებებმაც უკვე დაავიზეს და ეხლა პრემიერთან შეაგზავნიან ხელმოსაწერად.
როგორც კი გამოვა გადმოგიგზავნით.
პატივისცემით,
ნათია
თანაც ლალი ეგ ხელშეკრულება რაც გაფორმდა არ იყო საერთაშორისო, საფუძვლებში არ უწერია საერთაშორისო ხელშეკრულების კანონის შესაბამისად რომ იდებაო, როგორც კანცელარიამ მითხრა ვინაიდან ეს შეიცავდა ქვეყნის ვალდებულებას დააბრუნოს უკან იმიტომ გადაწყდა საერთაშორისო სტატუსის მინიჭება და ასეთ შემთხვევებში განკარგულებაში ეგეთი დამატებითი რაღაცეები არ იწერებაო. თუ რამეა საჭირო, თავად ხელშეკრულებაში უნდა ეწეროსო და ამის დრო კიდევ , შენც იცი არ იყო;
გარდა ამისა, რაც გადმომიგზავნე ის ხელშეკრულება თვისობრივად სხვა ტიპის ხელშეკრულება იყო , ანუ იყო
დონაცია, საჩუქარი., ხოლო ამჟამინდელში ნაცვალგება რაღან იდო იმიტომ გახდა საერთაშორისო სტატუსის.
ნუ ნერვიულობ, არ არის პრობლემა, გადმოგიგზავნეთ ბრძანება და იქნებ ნახოთ თუ რაიმეს დამატებაა საჭირო დავამატოთ.
ნათია, როგორც გესაუბრე, გიგზავნი წინა განკარგულებას, ხელშეკრულებაც ანალოგიური იყო, ახლა ორი განკარგულება გამოდის და კიდევ მინისტრის ბრძანება იქნება, როგორც მითხარი, იმედია ფინანსთა სამინისტრო პრობლემას არ შექმნის, აქ არსად აღარ წერია, ვინ და რა თანხებით შემოიტანს ვაქცინას თურქეთიდან, ფინანსთა სამინისტრომ შენიშვნაც დაწერა ამის თაობაზე, წერილის შეთანხმების დროს.
რომ ატვირთავთ, მეც რომ ვიცოდე, დავალებული მაქვს ბატონი ამირანიდან ამ საკითხებზე მიდევნება.
პატივისცემით,
ლალი
From: Natia Khmaladze
Sent: კვირა, 10
თებერვალი, 2019 16:25
To: Maia Nikoleishvili
Cc: Amiran Gamkrelidze
Subject: Fw: შეთანხმება
წითელას ვაქცინაზე
Importance: High
მოგესალმებით ყველას,
როგორც იცით მოცემული პაკეტი უკვე გაგზავნილია მთავრობის ადმინისტრაციაში პროცედურებზე.
იქაც საქმისკურსშია არიან რომ საკითხი სასწრაფოა. დღევანდელი მეილის გათვალისწინებით, უკვე დავაკორექტირე მასალები.
ვფიქრობ მოცემული პაკეტი მზადაა გადასაგზავნად, ასევე გიგზავნით საგარეოსთვის მისაწერი წერილის შინაარსსაც.
გთხოვთ დილითვე ავტვირთოთ რომ კანცელარიამ დაიწყოს პროცედურები დროულად.
პატივისცემით,
ნათია
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge
From: Nana Ghvaladze <nghvaladze@gov.ge>
Sent: Sunday, February 10, 2019 1:45 PM
To: Natia Khmaladze
Cc: Teona Dvalishvili; Nino Turmanidze; Natia Mikeladze; Irine Bartaia
Subject: შეთანხმება
წითელას
ვაქცინაზე
„თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის (შემდგომში - ჯანდაცვის) სამინისტროსთვის:
1. ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი ტექსტების სათაურები შეცვლილი, იმდაგვარად, რომ იკვეთება შეთანხმების მთავრობათაშორისი ხასიათი (იუსტიციის სამინისტროს შენიშვნის შესაბამისად);
2. ქართულენოვან და ინგლისურენოვან ტექსტებში ხელმომწერი პირები წაიშალოს (ხელს აწერს მინისტრის მოადგილე ბარკალაია);
3. შეთანხმების სათაურები შეიცვალოს: განმარტებით ბარათში, შეთანხმების ფურცელში, განკარგულებისა და ბრძანების პროექტებში, ამასთან განკარგულებისა და ბრძანების პროექტები მოსაყვანია შესაბამისობაში „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან;
4. შეთანხმების ფურცელში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შენიშვნის გასწვრივ შესაცვლელია ახსნის ველი;
5. აღნიშნული დოკუმენტაცია ჯანდაცვის სამინისტროს წერილთან ერთად უნდა გაეგზავნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა მან დამატებითი წერილით გამოაგზავნოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. წერილში ჯანდაცვამ დააკონკრეტოს, რომ ყველა დასკვნა კვლავ ვალიდურია, რადგან შეთანხმებაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შენიშვნის გათვალისწინებით შეიცვალა მხოლოდ სათაური, ხოლო შეთანხმების შინაარსი, რაზეც უწყებებმა პოზიცია დააფიქსირეს უცვლელია;
6. სავალდებულო არ არის განმარტებითი ბარათი შეიცავდეს ქვეთავებს შეთანხმებასთან მიმართებით, მასში უნდა იყოს ასახული ინფორმაცია შეთანხმების დადების აუცილებლობის, მათ შორის მისი განხორციელების დეტალების (ტექნიკურის ჩათვლით) თაობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის:
უზრუნველყოს ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული განახლებული დოკუმენტაციის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 08.02.2019 N01/5372 წერილზე დამატებით წარმოდგენა.
მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ მიეცემა პაკეტს მსვლელობა.
პატივისცემით,
ნანა ღვალაძე