From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; Irma Kitiashvili <ikitiashvili@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge>; Ivane Bibilashvili <ibibilashvili@moh.gov.ge>; Irma Abramishvili <iabramishvili@moh.gov.ge>; L.Ebanoidze@ncdc.ge; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; g.kobalia@ncdc.ge
Subject : Re: შეთანხმების პროექტი წითელას ვაქცინის ქართული მხარისთვის გადაცემის თაობაზე
Cc : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>
Received On : 07.02.2019 13:18

მოგესალმებით,


ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნები არ გაგვაჩნია.


ამასთან, საგარეოსთვის მისაწერ ტექსტში მნიშვნელოვანია განისაზღვროს კონკრეტულად ვინ იქნება ჩვენის მხრიდან ხელმომწერი, ასევე მნიშვნელოვანია რომ საგარეოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში (მთავრობის განკარგულებაში, რომლითაც ხელშეკრულების მოწონება იქნება წარდგენილი), იქვე განისაზღვროს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე პასუხისმგებელი მხარე. ხელშეკრულება ითვალისწინებს ქვეყნის მიერ ამ ქვეყნისთვის გადმოცემას, და საქართველოს მხარის მიერ საქონლის მიწოდების ვალდებულებას.


 ხელმოწერა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფა ერთი და იგივეს არ ნიშნავს, ამდენად, გაუგებრობის ასაცილებლად, ვინაიდან საქონელი მოდის საზღვარზე და იქიდან უნდა ვუზრუნველყოთ ტრანსპორტირება და ა.შ., ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს ამ პროცესებზე კომპეტენტური ორგანო.



გარდა ზემოაღნიშნულისა, ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ უკვე მიაწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს თავიანთი დასკვნები.



პატივისცემით,

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge


From: Maia Nikoleishvili
Sent: Thursday, February 7, 2019 3:59 PM
To: Mariam Darakhvelidze; Ekaterine Adamia; Natia Khmaladze; Shorena Okropiridze; Irma Kitiashvili; Noe Kinkladze; Maia Gotiashvili; Ivane Bibilashvili; Irma Abramishvili; L.Ebanoidze@ncdc.ge; Khatuna Zakhashvili; g.kobalia@ncdc.ge
Cc: Sopo Belkania; Mariana Mkurnali
Subject: შეთანხმების პროექტი წითელას ვაქცინის ქართული მხარისთვის გადაცემის თაობაზე
 

მოგესალმებით,

 

გიგზავნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 6 თებერვლის №01/4598 წერილს, რომელიც ეხება „თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების პროექტს. შეთანხმება ითვალისწინებს თურქეთის მხარის მიერ ქართული მხარისთვის 100 000 დოზა წითელას ვაქცინის გადაცემას.

გთხოვთ, განიხილოთ თანდართული კორესპონდენცია და უმოკლეს ვადაში (დღის ბოლომდე) მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. შეთანხმების პროექტი დასკვნისთვის დოკუმენტბრუნვის ელ. სისტემის მეშვეობითაც გამოგეგზავნებათ.

პატივისცემით,

მაია ნიკოლეიშვილი

 

 

Maia Nikoleishvili MPA

 

Chief Specialist of International Relations Division

Analytics, HR Management and International Relations Department

Ministry of IDPs from occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia

144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia

Tel.: +995 32 2510034 (0803)

Cell phone: +995 577272713

E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge