| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ICARS დელეგაციის ვიზიტი საქართველოში_მემორანდუმის ხელმოწერა |
| Cc : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nato Kvernadze <nkvernadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 24.09.2020 20:29 |
| Attachments : |
ქალბატონო თამუნა, მოგესალმებით,
ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის (ICARS) დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით გაწუხებთ, რომლის ფარგლებშიც იგეგმება მემორანდუმის ხელმოწერა.
დოკუმენტი განიხილა ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველომ, ხვალ დილას გვექნება იურიდიულის დასკვნაც.
სოფლის მეურნეობის სამინისტროდან დოკუმენტს მინისტრის მოადგილე მოაწერს ხელს.
ამ ეტაპზე ელოდებიან თქვენს პასუხს, როდის ჩავნიშნოთ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია.
თქვენთვის რა დროა მისაღები 29, 30 სექტემბერს ან 1 ოქტომბერს, როცა შეძლებთ იქნებ მომწეროთ.
მადლობა.
მაიკო
From: Nana Kavtaradze
Sent: Wednesday, September 23, 2020 4:07 PM
To: Tinatin Khardziani
Cc: Maia.Beruashvili@mepa.gov.ge
Subject: ICARS
ქალბატონო თიკო,
ქალბატონო მაია,
მოგესალმებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან ბატონი ამირან გამყრელიძის დავალებით შემდეგ საკითხთან დაკავშირებით:
2020 წლის 28 სექტემბრიდაბ 2 ოქტომბრის პერიოდში საქართველოში ჩამოდის ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის (ICARS) 5-კაციანი დელეგაცია, რომლის მიზანია საქართველოს სამედიცნო, სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარულ სფეროს დაწესებულებებში ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან დაკაშირებული პრობლემების შეფასება. მისიის საქართველოში ჩამოსვლა მნიშვნელოვანია ასევე იმ კუთხითაც, რომ ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან:
• ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის სამეცნიერო დირექტორი რობერტ ლეო სკოვი (Robert Leo Skov)
• ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის ოპერაციების დირექტორი ჰელლე ენგსლუნდ კრარუპი (Helle Engslund Krarup)
• ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის მთავარი კონსულტანტი პერ სტარკე ჰენრიკსენი (Per Starke Henriksen)
• ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის (Anders Dalsgaard)
• კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორი ანდერს მიკი ბოჯესენი (Anders Miki Bojesen)
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქალბატონი თამარ გაბუნია საქმის კურსშია როგორც დელეგციის ვიზიტის, ასევე - მემორანდუმის ხელმოწერის თაობაზე. ამჟამად ცენტრის 2 თანამშრომელი იმყოფება ICARS-ში, რომელთაც გამოგვიგზავნეს მემორანდუმის საბოლოო ვერსია, რომელსაც გიგზავნით დანართის სახით, ხელმოწერისთვის საჭირო შიდა პროცედურებისათვის
აქვე მიმოწერაში ვსვამ ქ-ნ მაია ბერუაშვილს (Maia.Beruashvili@mepa.gov.ge; 595530194) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაციის შეუფერხებლად დამყარების მიზნით.
მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისათვის.
პატივისცემით,
ნანა ქავთარაძე
Nana Kavtaradze MD, MPA
-------------------------------------
Head of International and Public Relations Division
National Center for Disease Control and Public Health
99, Kakheti Highway
Tbilisi, 0198, Georgia
Tel.: +995 322 116 001. Ext.:710