ქალბატონო მაია,
რაც შეეხება პირველი რიგის საჭირო აღჭურვილობას და მოწყობილობას, რაც აუცილებელია ამ ეტაპზე, ესაა:
1. საწოლი სამედიცინო-რეანიმაციული, ელექტრომართვით, ჰიდრავლიკური კოლონებით, 4-სექციანი, გარე ზომები 215-220-100 სმ, მართვის პანელებით, CPR და ტრენდელენბურგით-რაოდენობა 50 ცალი;
2. კონსოლი მრავალფუნქციური, ჟანგბადისა და აირის მიწოდების სისტემით, ინდივიდუალური განათებით და ელექტრო წყაროთი-რაოდენობა 50 ცალი;
3. პაციენტის ეკგ მონიტორი, სტანდარტული, IBP და CO2, ინდივიდუალური სამაგრით (კედელზე დასაკიდებელი თარო) ქსელში ჩართვის საშუალებით-რაოდენობა 50 ცალი;
4. ულტრაბგერითი დიაგნისტიკის ექსპერტული კლასის აპარატი, კარდიოლოგიური კვლევებისათვის სათანადო ინსტრუმენტულ-პროგრამული უზრუნველყოფით, მობილური კონსოლი, მაღალგარჩევადობის მონიტორით 21" ან უფრო დიდი; მართვის სენსორული ეკრანი 12" ან უფრო დიდი, გადამწოდების 4-აქტიური პორტი, მყარი დისკი 250გბ ან მეტი; ანატომიური მოცულობების გაზომვა (AVM), Fusion, Multi-Slice, imaging, Stress Echo, Cardiac Auto Doppler, Tissue Velocity Imaging, automatic calculation of ejection fraction (ან მსგავსი); მართვა: Customizable work flow, Raw data, Off line Analysis. კარდიო გადამწოდით, ფერადი პრინტერით, ციფრული ჩაწერის/კოპირების მოწყობილობით;
5. ზოგად-დიაგნოსტიკური რენტგენის აპარატი, მობილური, ციფრული, ჩაშენებული დისპლეით და უსადენო გადამცემით-რაოდენობა 1 ცალი
6. პლაზმური ტექნოლოგიის, დაბალტემპერატურული სტერილიზატორი, 100 ლიტრი ტევადობისა ან მეტის, უჯრის სიღრმე არანაკლებ 62 სმ-სა-რაოდენობა 1 ცალი.
პატივისცემით,
მამუკა წაქაძე