From : Donor Coordination Unit <dcu@gov.ge>
To : Maia Nikoleishvili </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=2D9C4ECC95234453AD52CCFEAEE8A8EE-MAIA NI>
Subject : UNSDCF 2021-2025 - Final Draft documents for review
Cc : Giorgi Sakhokia <gsakhokia@gov.ge>; Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>
Received On : 01.09.2020 15:12
Attachments :

პატივცემულო კოლეგებო,

როგორც მოგეხსენებათ, გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში (UNCT) მუშაობს გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოზე (United Nations Sustainable Development Cooperation Framework) 2021-2025 წლებისთვის, რომელიც განსაზღვრავს გაეროს პროგრამულ პრიორიტეტულ მიმართულებებს 2030 წლის დღის წესრიგის იმპლემენტაციის მხარდასაჭერად. აღნიშნული დოკუმენტის მთავარი მიზანია „ადამიანების კეთილდღეობის, შესაძლებლობებისა და სოციალური თანასწორობის გაძლიერება“, რომლის მისაღწევად გამოიყო 5 საშუალოვადიანი შედეგი (outcome). დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩატარდა ვებინარების სერია, რომლებშიც მონაწილეობას იღებდა ყველა ძირითადი პარტნიორი მთავრობის, დონორული ორგანიზაციების, საფინანსო ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და აკადემიური სფეროს მხრიდან.

სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ დოკუმენტს ხელს მოაწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გიგზავნით გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს თხრობითი ნაწილისა და შედეგების ცხრილის ბოლო სამუშაო ვერსიას.

გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინოთ არაუგვიანეს 7 სექტემბრისა.

 

პატივისცემით,

დონორების კოორდინაციის სამმართველო

 

photoGOV.GE

http://e.gov.ge/sig/images/f.png  http://e.gov.ge/sig/images/t.png  http://e.gov.ge/sig/images/y.png

Donor Coordination Unit
 
Administration of the Government of Georgia
7 Ingorokva str., Tbilisi, Georgia. 0114

T:  (032) 2  990900 / 2157

QR-Code Generator