| From : | Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge> |
| To : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge> |
| Subject : | WHA - Side event |
| Cc : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 17.04.2019 15:33 |
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ინიცირებული პარალელური ღონისძიება WHO-ს მიერ არ შეირჩა.
გიგზავნით ტაილანდის, იაპონიის და კენიის მიერ ორგანიზებული პარალელური ღონისძიების კონცეფციას, რომელიც საქართველომ დაასპონსორა http://apps.who.int/gb/Side-Events/WHA72/pdf_files/Thailand.pdf
ვინაიდან ღონისძიების პროგრამა უკვე შედგენილია სამი ქვეყნის მიერ და ღონისძიებას საქართველოს გარდა კიდევ რამდენიმე ქვეყანა ასპონსორებს, ტაილანდის მხარის ინფორმაციით, პროგრამა ვერ შეიცვლება.
თუმცა თუ საქართველოს მხარე მიაწვდის ინფორმაციას იმ კონკრეტული მიმართულებების შესახებ, რომელზეც ყურადღებას გაამხვილებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი საკუთარ გამოსვლაში, ტაილანდის მხარე კენიასთან და იაპონიასთან კონსულტაციით განიხილავს საქართველოსთვის სიტყვის მიცემის შესაძლებლობას.
აქედან გამომდინარე, ტაილანდის მხარე გვთხოვს მივაწოდოთ ინფორმაცია:
- მინისტრის გამოსვლის კონკრეტულ მიმართულებებზე (ასევე, აინტერესებთ თუ იქნება საუბარი ნიუ-იორკში , გენ. ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე მაღალი დონის დიალოგის (High Level dialogue on UHC) თემაზე;
- პროგრამის მიხედვით ღონისძიების კონკრეტულად რა ნაწილში მიიჩნევს საქართველოს მხარე ინტერვენციის აუცილებლობას;
- რამდენწუთიანი იქნება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლა.
გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოგვაწოდოთ თქვენი პოზიცია, წინადადება ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ტაილანდის მხარის ინფორმირების მიზნით.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო