დროის მოგების მიზნით, ოფიციალურად სანამ მოგწერთ, გაცნობებთ, რომ შეხვედრის თხოვნით მოგვმართა ამერიკული კომპანიის "JULL labs"- ის წარმომადგენელმა. კომპანიის სამუშაო მიმართულებას ძირითადად მწეველთა პირობების გაუმჯობესება და
ნიკოტინის ელ. სიგარეტით ჩანაცვლება წარმოადგენს. კომპანიის მიერ წარმოებული მოწყობილობა არ იწვის და არ იყენებს თამბაქოს. კომპანიის ელ. სიგარეტი აშშ-ს ბაზრის 70%-ს იკავებს ელ. სიგარეტებით ვაჭრობის სფეროში (25-35 მილიარდ დოლარამდე აღწევს ბრუნვა). დღესდღეობით,
კომპანია ადგილის დამკვიდრებას ცდილობს შვეიცარიის ბაზარზე.
კომპანიის წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან საქართველოს პოზიციით ელ. სიგარეტთან მიმართებაში, კერძოდ: სამართლებრივი რეგულირებით მოწევის პრევენციასთან და WHO-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასთან მიმართებაში).
შეხვედრა დაგეგმილია მ.წ. 12 თებერვალს. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მოგვაწოდოთ სასაუბრო საკითხები და ინფორმაცია ზემოაღნიშნული მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
სს,