| From : | Gecommission <gecommission@gov.ge> |
| To : | Giorgi Bobghiashvili <gbobghiashvili@gov.ge>; Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>; n.gulua@mof.ge; ntsikvadze@parliament.ge; mtsitskishvili@ndi.org; lchkhartishvili@parliament.ge; ailuridze@ombudsman.ge; aivanishvili@justice.gov.ge; mgotiashvili@moh.gov.ge; mnikoleishvili@moh.gov.ge; ktatuashvili@mia.gov.ge; akakitsotadze@mia.gov.ge; itsitsilashvili@sao.ge; Mariam Jajanidze <mjajanidze@gov.ge>; Irakli.KHMALADZE@eeas.europa.eu |
| Subject : | Workshop on GRB |
| Cc : | Sopo Japaridze <sjaparidze@gov.ge>; Mariam Jajanidze <mjajanidze@gov.ge> |
| Received On : | 07.11.2018 10:22 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2017 წლის 12 ოქტომბრიდან, ევროკავშირის მხარდაჭერით, ხორციელდება პროექტი - „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდაჭერა.“ პროექტის მთავარი მიზანია უწყებათაშორისი
კომისიის ინსტიტუციური გაძლიერება და გენდერული თანასწორობის სფეროში, ეფექტიანი საკოორდინაციო მექანიზმების განვითარება.
პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საჯარო მოხელეების ცოდნის დონის ამაღლება გენდერული ბიუჯეტირების საკითხებში. ამ ეტაპზე, ავსტრიიდან მოწვეული ექსპერტის ელიზაბეტ კლაცერის ჩართულობით, მიმდინარეობს მუშაობა საპილოტე სახელმწიფო უწყებებთან: შინაგან
საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
პროექტის ფარგლებში, გენდერული ბიუჯეტირების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში განხორციელდა ვიზიტი ავსტრიაში (ვენა) ზემოთ აღნიშნული უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით. ვიზიტის მიზანი იყო ავსტრიის გენდერული
ბიუჯეტირების პოლიტიკის, პრაქტიკისა და მექანიზმების გაცნობა.
გაცნობებთ, რომ პროექტის ფარგლებში შემდგომ საქმიანობად დაგეგმილია ექსპერტის ელიზაბეტ კლაცერის ვიზიტი საქართველოში 12 ნოემბრის კვირაში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც ორმხრივ შეხვედრები, ასევე სამუშაო შეხვედრა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან და ძირითადად
სასწავლო ვიზიტში მონაწილე პირებთან.
სამუშაო შეხვედრა გაიმართება 15 და 16 ნოემბერს. დანართის სახით გიგზავნით შეხვედრის დღის წესრიგს.
გთხოვთ, 13 ნოემბრის ჩათვლით დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა შეხვედრაში. საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, ასევე მოგვწეროთ თქვენი უწყებიდან დამატებით დამსწრე პირთა ვინაობის შესახებ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
mjobava@gov.ge.
პატივისცემით,