From : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : elza
Received On : 27.06.2018 09:32

 

ბატონო დავით,

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 - 9 მაისს თურქეთში, . სტამბულში თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) ხარდაჭერით დაგეგმილია მე-9 საერთაშორისო ოკუპაციური ჯანმრთელობისა და შრომითი უსაფრთხოების კონფერენცია.

ღონისძიება მიზნად ისახავს ოკუპაციური ჯანმრთელობისა და შრომითი უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას წამყვან აკადემიკოსებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.

კონფერენციაზე შრომით უსაფრთხოებასთან ერთად განხილული იქნება პროფესიული დაავადებებისა და უბედური შემთხვევების პრევენციის 31 ქვეთემის საკითხები

შეხვედრაში მონაწილეობის მიზნითმიწვეულია საქართველოს შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ელზა ჯგერენაია და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შრომის პირობების ინსპექტორი - ბექა ფერაძე.

ვიზიტში მონაწილეობის ხარჯები (სასტუმრო, მგზავრობა და კვება) ანაზღაურდება მიმწვევი მხარის მიერ.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში უზრუნველვყოფთ შესაბამისი მივლინების ბრძანების გაფორმებას ქალბატონი ელზა ჯგერენაიასა და ბექა ფერაძისათვის მიმდინარე წლის 5 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით და დღიური ნორმის ანაზღაურებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.


პატივისცემით,

 

 

პატივისცემით,

 

თამარ ბერიძე

 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო

მობ:  +995 555373747; 577202018.