From : Maia Nikoleishvili
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : ინფო მემორანდუმზე
Cc : Nato Kvernadze <nkvernadze@moh.gov.ge>
Received On : 29.09.2020 09:58

2020 წლის 29 სექტემბერს, ფორმდება ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრს (ICARS),  საქართველოს  გარემოს  დაცვისა  და  სოფლის  მეურნეობის სამინისტროსა  და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიბიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის, რომლის ძირითადი მიზანია სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და ვეტერინარულ დაწესებულებებში ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური გამოყენების დანერგვა.

ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოში ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიის ამოცანების განხორციელებას, შეამცირებს სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და ვეტერინარულ დაწესებულებებში ანტიმიკრობული საშუალებების არამიზნობრივ და არარაციონალურ გამოყენებას, რაც გამოიწვევს სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის შემცირებას.  

ხელმომწერები:

 

ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის სამეცნიერო დირექტორი რობერტ ლეო სკოვი (Robert Leo Skov)

ხატია წილოსანი  - მინისტრის მოადგილე