From : Maia Nikoleishvili
To : Tengiz TsertsvadzeTengiz
Subject : ინფორმაცია რემდესივირის შესყიდვის პირობებთან დაკავშირებით
Cc : akaki abutidzeakakiTamar GabuniaTamarBeka JakeliBekaTinatin KhardzianiTinatinEkaterine AdamiaEkaterinegiorgi chavchavadzegiorgi
Received On : 13.10.2020 16:02
Attachments :

ბატონო თენგიზ, მოგესალმებით,

 

გიგზავნით რემდესივირის მწარმოებელი 3 ინდური კომპანიისგან მიღებულ ინფორმაციას მედიკამენტის შესყიდვის პირობებთან დაკავშირებით:

 

კომპანია: Mylan

პროდუქტი: Remdesivir 100 mg  

რაოდენობა: 3000 ბოთლი

ერთეულის ღირებულება: 26 USD CIP

გადახდის პირობები: 20% წინასწარი ანაზღაურება და 80% საქონლის მიღების შემდგომ

მოწოდების ვადა (გამოგზავნის თარიღი): სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს

 

კომპანიისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად გაცნობებთ, რომ მედიკამენტების მოსაწოდებლად მწარმოებელმა ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართოს ექსპორტის ლიცენზიის მიღების მიზნით, რისთვისაც ესაჭიროებათ შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ხელმოწერილი დოკუმენტის (Dummy Purchuse Order) მიწოდება (იხ. ნიმუში). ამ პროცესს დაახლოებით ორი კვირა ჭირდება, შესაბამისად, პროცესის დაჩქარების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმებამდე ითხოვენ აღნიშნულ დოკუმენტს, რათა დროულად უზრუნველყონ შესაბამისი პროცედურების გატარება. რაც შეეხება მედიკამენტის მარაგს, მაილანს უკვე აქვს ჩვენს მიერ მოთხოვნილი და მეტი რაოდენობის მედიკამენტი მარაგში და ლიცენზიის მიღებისთანავე შეძლებს დაუყოვნებლივ მოწოდებას. დამატებითი კომუნიკაციის შედეგად გავარკვიეთ, რომ შემსყიდველის მხრიდან Purchuse Order-ის გაგზავნა სავალდებულოა სხვა კომპანიებისგან შესყიდვის შემთხვევაშიც.

 

კომპანია: Hetero Labs Limited.

პროდუქტი: Remdesivir 100 mg  

რაოდენობა: 3000 ბოთლი

ერთეულის ღირებულება: Euro 32 CIP

გადახდის პირობები: 50% წინასწარი ანაზღაურება და 50% გამოგზავნისას

მოწოდების ვადა (გამოგზავნის თარიღი): შეკვეთიდან 8-10 დღე (კონტრაქტის ხელმოწერის შემდგომ დაიწყებს წარმოებას და თანხის გადარიცხვის შემდგომ 2-3 დღეში გამოგზავნის)

 

კომპანია - Cadila

პროდუქტი: Remdesivir 100 mg  

რაოდენობა: 3000 ბოთლი

ერთეულის ღირებულება: USD 32 FOB or USD 34 CIP

გადახდის პირობები: 100% წინასწარი ანაზღაურება

მოწოდების ვადა (გამოგზავნის თარიღი): 2 ნოემბერი, 2020

 

პატივისცემით,

 

 

მაია ნიკოლეიშვილი

 

ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო

ტელ.: +995 32 2510034 (0803)

მობ.: +995 577 272713

ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge