| From : | Maia Nikoleishvili |
| To : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Subject : | უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში სამკურნალოდ შემოსვლის თაობაზე |
| Received On : | 29.09.2020 12:17 |
თიკო და მარიკა,
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვმართა შუამდგომლობით სომხეთის, ბულგარეთის, კანადისა და ნიდერლანდების მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული პირები ითხოვენ მიეცეთ შესაძლებლობა ქვეყანაში შემოვიდნენ და გააგრძელონ საქართველოში დაწყებული მკურნალობა.
ჯანდაცვის სამმართველოდან მიღებული ინფორმაციით, ანალოგიური თხოვნით მიღებულ ინდივიდუალურ განცხადებებზე უარის პასუხი იგზავნება. მაგრამ, ვინაიდან ამ შემთხვევაში საგარეოს შუამდგომლობა ახლავს, განსხვავებული მიდგომა ხომ არ უნდა მოქმედებდეს.
გთხოვთ, გვაცნობოთ ქალბატონი მინისტრის პოზიცია.
მადლობა.
მაიკო