| From : | Maia Nikoleishvili |
| To : | info@gpost.ge<info@gpost.ge> <info@gpost.ge>; info@gpost.ge |
| Subject : | ფრიად სასწრაფო! თხოვნა ჯანდაცვის სამინისტროდან |
| Received On : | 19.10.2020 06:53 |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ იაპონიაში, საქართველოს ფოსტის მეშვეობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაიგზავნა ძალიან მნიშვნელოვანი ამანათი (AP01007658479) - ხელშეკრულება, რაზეც დამოკიდებულია სამედიცინო აპარატურის საქართველოსთვის გადმოცემა, რაც მოგეხსენებათ კოვიდ პანდემიის ვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანია.
დაახლოებით ერთი კვირაა რაც ტვირთი ტრანზიტულ ქვეყანაშია (უკრაინა) გაჩერებული.
გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება, მოიკითხოთ აღნიშნული საკითხი და დაგვეხმაროთ ამანათის ადრესატისათვის დროულად მიწოდებაში.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.
ველი თქვენს მყისიერ გამოხმაურებას.
პატივისცემით,
მაია ნიკოლეიშვილი
ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო
ტელ.: +995 32 2510034 (0803)
მობ.: +995 577 272713
ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge