| From : | Maia Nikoleishvili |
| To : | Mikheil Janiashvili <mic@moh.gov.ge> |
| Subject : | ჩინეთის მთავრობის დახმარება_თერმოსკანერის სპეციფიკაციები |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 16.09.2020 15:12 |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ საქართველოში ჩინეთის საელჩო გეგმავს სამინისტროსთვის 45 000 დოლარის ღირებულების ჩინური წარმოების თერმოსკანერის აპარატურის (2 ან 3 ცალი, ბიუჯეტის შესაბამისად) შეძენას ადგილობრივი მომწოდებლისგან, რომლებიც განთავსდება სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის შემოსასვლელებში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში (არაუგვიანეს 22 სექტემბრისა) მოგვაწოდოთ მაღალი ხარისხის თერმოსკანერის სპეციფიკაციები, ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა თანმხლები აპარატურის/პროგრამული უზრუნველყოფის გათვალისწინებით.
პატივისცემით,
მაია ნიკოლეიშვილი
ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო
ტელ.: +995 32 2510034 (0803)
მობ.: +995 577 272713
ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge