საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, 

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, 

Labour, Health and Social Affairs of Georgia

KA030189991382320

საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზ.144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ცხელი ხაზი: (+995 32) 251 00 26; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge
144 Ak.Tsereteli ave., 0119, Tbilisi, Georgia; Tel: (+995 32) 251 00 11; Hot line: (+995 32) 251 00 26; 15 05; E-mail: info@moh.gov.ge

   № 01/2974 09 / მარტი / 2020 წ.    
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის
დირექტორს ქალბატონ ირინე ბართაიას


ქალბატონო ირინე,

თქვენი 2020 წლის 23 იანვრის №01/2354 წერილის პასუხად, რომელიც ეხება „დსთ-ს მონაწილე სახელმწიფოთა ტერიტორიების სანიტარული დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების პროექტის ახალი რედაქციით შემუშავების საკითხს, გაცნობებთ, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (IHR - 2005) მოთხოვნებს, რომელიც აწესებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხაზით საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპებს და ერთმანეთთან აკავშირებს მსოფლიოს 196 ქვეყანას, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს. ამასთან, IHR (2005)-ის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ყველა წევრი სახელმწიფო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, აღნიშნული შეთანხმების პროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასურველია, დაიწყოს შესაბამისი პროცედურები 2001 წლის 31 მაისის "დსთ- მონაწილე სახელმწიფოთა ტერიტორიების სანიტარული დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების დენონსაციასთან დაკავშირებით.

პატივისცემით,


 

ადმინისტრაციის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
თინათინ ხარძიანი