|
||||
|
||||
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს
მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის
|
||||
|
მოხსენებითი ბარათი
|
||||
|
ქალბატონო ეკატერინე, როგორც
მოგეხსენებათ კორონავირუსის გავრცელებისა და პრევენციის მიზნით
გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში დაგვევალა მობილური ალიკაციის შეძენა
და მასთან დაკავშირებული პროცედურების გატარება. კორონავირუსის გავრცელების რისკის პირობებში მოსახლეობის მონიტორინგის ელექტრონული აპლიკაცია იძლევა
საშუალებას შევაკავოთ ვირუსის გავრცელება კონტაქტირებული პირების დროული
ინფორმირებით. პროექტი ეკუთვნის ავსტრიულ კომპანიას, რომელიც
ეყრდნობა სამხრეთ კორეის გამოცდილებას. კომპანია გვთავაზობს აღნიშნული
მოდელი გამოიყენოს საქართველომაც, შესაბამისად ამ შემთხვევაში აპლიკაცია
იქნება ქართულ და ინგლისურ ენაზე. მოკლედ წარმოგიდგენთ აპლიკაციის
ფუნქციონალს: პირი იწერს აპლიკაციას ნებისმიერი ბრენდის სმარტფონში
და ენიჭება უნიკალური ID, აპლიკაცია იყენებს ბლუთუზსა და სხვა ტექნოლოგიებს რათა დაადგინოს თუ რომელი სმარტფონები იყვნენ ახლო კონტაქტში ერთმანეთთან, მოწყობილობები იმახსოვრებენ ერთმანეთის ID-ს, ინტერაქციის თარიღსა და დროს; სმარტფონი
(გეოლოკაციის საშუალებით) იმახსოვრებს ადამიანის გადაადგილების მარშრუტსა
და ასევე სოციალური ინეტრაქციის შესახებ ინფორმაციას, აპლიკაციას
შეუძლია განსაზღვროს ინტერაქციის ხანგრძლივობა და ორ პირს შორის მანძილი,
რაც ინახება ორივე მობილურის აპლიკაციაში, კოდირებული ფორმით. იმ
შემთხვევაში თუ მომხმარებელს დაუდგინდება COVID-19, აღნიშნული ინფორმაციის
გამჟღავნების გადაწყვეტილებას იღებს თავად და ნიშნავს სპეციალურ
გრაფას. ინფორმაციის გაზიარების შემთხვევაში, იფილტრება ყველა
კონტაქტი ვისაც აღნიშნულ პირთან შეხება ჰქონდა და ეგზავნებათ შესაბამისი
შეტყობინება. კონტაქტირებული პირი იღებს
შესაბამის ინსტრუქციას და თავადვე გადაწყვეტს მიჰყვეს თუ არა მას.
ინფიცირებული პირი ასევე თვითონ იღებს გადაწყვეტილებას გამოჩნდეს თუ არა
რუკაზე ის ლოკაციები სადაც გარკვეული დრო დაჰყო. რუკა აძლევს მოქალაქეებს
შესაძლებლობას იცოდნენ თუ რა ტერიტორიაზე იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად და
რა ლოკაციებს მოერიდონ. ყურადღება მკაცრადაა გამახვილებული პირადი
ინფორმაციის დაცვაზე. თითოეული სმარტფონის უნიკალური ID იძლევა იმის
გარანტიას, რომ პირადი მონაცემები იქნება დაცული. ცრუ შეტყობინებების
თავიდან აცილების მიზნით, აპლიკაცია იძლევა საშუალებას დაემატოს
დადასტურების ფუნქცია, რაც გულისხმობს, როდესაც პირი მოინიშნება ვირუსზე
დადებითად, ინფორმაცია ჯერ გადაეგზავნება ჯანდაცვის სამინისტროს
დადასტურების მიზნით და მხოლოდ დადასტურების შემთხვევაში დაეგზავნება
შესაბამისი შეტყობინება კონტაქტირებულ პირებს. იმ მაჩვენებლებს თუ რა
შემთხვევაში ითვლება კონტაქტირებული პირი შესაძლო შემთხვევად და უნდა
მიიღოს თუ არა შესაბამისი შეტყობინება წყვეტს სამინისტრო. სამინისტროს
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის აქტიური
ჩართულობით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ავსტრიულ კომპანია Grabner &
Gretzmacher MDL GmbH - სთან. კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას
განახორციელოს მომსახურება საქართველოში. მომსახურების ღირებულება შეადგენს
120 000 (ასოცი ათასი) ევროს. წარმოგიდგენთ ხელშეკრულების პროექტს და თქვენი თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება სათანადო პროცედურები ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით. პატივისცემით,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური |