From : Maia Nikoleishvili
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : FW: ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების შესახებ კომუნიკაციის სამთავრობო სტრატეგიის შემუშავება
Received On : 19.10.2020 08:36
Attachments :

 

სიტუაციური ანალიზის ინსტრუქცია - https://drive.google.com/file/d/1Rgg83OzrimUEhsnCj0VQEB2zra2PhYkS/view


From: Maia Nikoleishvili
Sent: Wednesday, September 23, 2020 3:35 AM
To: Ketevan Goginashvili; Tea Gvaramadze; Lika Klimiashvili; Giorgi Bunturi; Beka Peradze; Davit Kaikatsishvili; Davit Pheikrishvili; Shorena Kubaneishvili; Nana Kavtaradze; mmaghlapheridze@moh.gov.ge; Lasha Jinjikhadze
Cc: Tinatin Khardziani; Nino Mamaladze; Tinatin Ramishvili; Irina Tsomaia
Subject: FW:
ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების შესახებ კომუნიკაციის სამთავრობო სტრატეგიის შემუშავება

 

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით დაგეგმილია „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ სამთავრობო სტრატეგიის" (7 წლიანი) შემუშავება, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პოლიტიკის დოკუმენტის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების  სახელმძღვანელოს მიხედვით: https://drive.google.com/drive/folders/10e33F7CtVzyRxjFcT_b1x79LGZ2sw4jh

 

სიტუაციური ანალიზის შემუშავებისთვის გვესაჭიროება ინფორმაცია ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პოპულარიზაციის მიზნით,  რა დაბრკოლებებს ვაწყდებით ჩვენი უწყების კომპეტენციის სფეროებში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

 

შესაბამისად, გთხოვთ, მიმდინარე წლის 29 სექტემბრამდე თქვენი კომპეტენციის სფეროების მიხედვით წარმოადგინოთ კონკრეტული წინადადებები/იდენტიფიცირებული პრობლემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შესაძლო მტკიცებულებების ბაზა (კვლევები, ანგარიშები, ადმინისტრაციული მონაცემები და სხვ.), რაც დაგვეხმარება ლოგიკური ჩარჩოს შემუშავების პროცესში.

 

პატივისცემით,

 

მაია ნიკოლეიშვილი

 

ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო

ტელ.: +995 32 2510034 (0803)

მობ.: +995 577 272713

ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge

 


From: Strategic Communications Department
Sent: Tuesday, September 22, 2020 1:49 PM
To: natorubanovi@gmail.com; natia.lapiashvili@mepa.gov.ge; itsomaia@moh.gov.ge; m.phkhoveli@mrdi.gov.ge; ddjodjadze@ssg.gov.ge; n.tskhvitaria@ssg.gov.ge; salome.tordia@mia.gov.ge; tkacharava@mia.gov.ge; s.karchava@mia.gov.ge; mtirkia@mod.gov.ge; duchadze@mod.gov.ge; shanjafaridze@justice.gov.ge; a.surmava@rs.ge; a.mazmishvili@rs.ge; g.gelashvili@rs.ge; n.oqruashvili@rs.gov.ge; gchapidze@moesd.gov.ge; s.letodiani@smr.gov.ge; Mariam Dolidze; Ketevan Kupradze; Sopo Kemashvili; Irine Barnabishvili; Tea Jijelava; Ivliane Dzneladze; Niko Gelovani; mskhirtladze@gov.ge
Cc: Veka Modebadze
Subject:
ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების შესახებ კომუნიკაციის სამთავრობო სტრატეგიის შემუშავება

 

მოგესალმებით,

 

პირველ რიგში, დიდ მადლობას მოგახსენებთ  11 სექტემბერს ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით გამართულ სამუშაო შეხვედრაში აქტიური მონაწილეობისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაციური ანალიზის ჩატარებასთან დაკავშირებით ჩატარებული ვორკშოპი დაგეხმარებათ „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ სამთავრობო სტრატეგიის"  შემუშავების პროცესში მეთოდოლოგიის სწორად გამოყენებაში.

 

როგორც შეხვედრაზე განვიხილეთ, შემდეგი ეტაპია კონკრეტულად თქვენი უწყების სიტუაციური ანალიზის შემუშავება, რომელიც უნდა მოიცავდეს ევროკავშირისა და ნატოს კომუნიკაციის მიმართულებით იმ თემატურ გამოწვევებს, რომელიც თქვენი სამინისტროს საქმიანობაში გხვდებათ. მნიშვნელოვანია, რომ ასევე თითოეულმა უწყებამ მოგვაწოდოს მათი კომპეტენციის ფარგლებში არსებული შესაძლო მტკიცებულებების ბაზა, მაგალითად, კვლევები, ანგარიშები, ა.შ. მაგალითისთვის, თუ ვამბობთ, რომ ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პროგრამებზე ცნობიერება დაბალია, იქნებ მოვიძიოთ ამის მტკიცებულება, მაგ. პროგრამებში ჩართული ადამიანების ნაკლებობა, რომელიმე კვლევა, ა.შ. აღნიშნული შემდგომში დაგვეხმარება ლოგიკური ჩარჩოს შემუშავების ეტაპზეც, რამდენადაც სიტუაციური ანალიზის მომზადების შემდეგი საფეხურია ლოგიკური ჩარჩოს შემუშავება. ამისთვის კვლავ გაიმართება მორიგი სამუშაო შეხვედრა ოქტომბერში (ეპიდ. სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა იყოს ონლაინ).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ 1 ოქტომბრამდე მოგვაწოდოთ თქვენს მიერ შედგენილი სიტუაციური ანალიზი და შესაძლო მტკიცებულებების ჩამონათვალი.

 

თანდართული ფაილით გიზიარებთ ქალბატონი ნანი მაჭარაშვილის პრეზენტაციას სიტუაციური ანალიზის თემაზე.

 

 

საკონტაქტო პირები:

ნინო აროშიძე (ტელ. 599 100 107; ელ.ფოსტა: naroshidze@mfa.gov.ge

ივი ალშიბაია (ტელ. 599 342 365; ელ.ფოსტა: ialshibaia@mfa.gov.ge)

 

 საუკეთესო სურვილებით,

 

სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი

STRATEGIC COMMUNICATIONS DEPARTMENT

Ministry of Foreign Affairs of Georgia

4 Shio Chitadze Street, Tbilisi, 0118, Georgia

Tel.: +995 32 294 50 00 | stratcom@mfa.gov.ge