From : Maia Nikoleishvili
To : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
Subject : FW: მკერდის კიბოსთან ბრძოლის პროგრამები
Received On : 16.10.2020 08:48

გიგზავნით ბრაზილიაში საქართველოს საელჩოდან მიღებულ #... წერილს, რომელიც ეხება ბრაზიალიის ჯანდაცვის სამინისტროს დაინტერესებას ძუძუს კიბოს მკურნალობისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამების თაობაზე.

გთხოვთ, წერილი განიხილოთ კომპეტენციის ფარგლებში და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოგვაწოდოთ ინფორმაცია (სასურველია ინგლისურ ენაზე) აღნიშნული პროგრამების თაობაზე, ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს შემდგომი ინფორმირების მიზნით.

 

 

From: Zurab Parjiani
Sent: Thursday, October 15, 2020 7:42 PM
To: Maia Nikoleishvili
Subject: მკერდის კიბოსთან ბრძოლის პროგრამები

 

ქალბატონო მაია,

 

გამარჯობა, ზურა ფარჯიანი გაწუხებთ, ბრაზილიაში საქართველოს საელჩოდან. როგორც ვიცი ეკა დუგლაძე უკვე გესაუბრათ ამ თემაზე. მოკლედ, ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო დაინტერესდა მკერდის კიბოს წინააღმდეგ საქართველოს გამოცდილებით, რა სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება მკერდის კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად, იქნება ეს სქრინინგი თუ დაავადების გამოვლენის შემდგომი სტადიები, ასევე რა პროგრამები ხორციელდებოდა და ა.შ. კარგი იქნებოდა თუ ეს მასალები ინგლისურად იქნება, თუმცა თუ მხოლოდ ქართულადაა, ამასაც გავუმკლავდებით და ჩვენი ძალებით გადავთარგმნით.

 

წინასწარ დიდი მადლობა,

 

 

Best Regards,

Zurab Parjiani

 

Ministro Conselheiro

Embaixada da Georgia