| From : | Maia Nikoleishvili |
| To : | info <info@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: WHO |
| Received On : | 07.09.2020 10:03 |
| Attachments : |
გთხოვთ, დაარეგიტრიროთ ქ-ნ თამარ გაბუნიას სახელზე.
From: Nino Kovziridze
Sent: Monday, September 7, 2020 1:48 PM
To: Maia Nikoleishvili
Cc: Nino Shekriladze
Subject: WHO
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბერს გაიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგულარული ბრიფინგი კოვიდ19-ის შესახებ. სესიაზე, განხილულ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რეზოლუციის (WHA73.1) შესრულების საკითხი და კოვიდ19-ის მედიკამენტებზე, სამედიცინო მოწყობილობებსა და ვაქცინაზე დაჩქარებული წვდომის ინსტრუმენტი „ACT Accelerator“.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიეუსმა განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა პანდემიისთვის მზადყოფნისა და რეაგირების შესახებ დამოუკიდებელი პანელის (IPPR) შესახებ. ისაუბრა კოვიდ19-ის ვაქცინაზე წვდომის ინსტრუმენტებზე: „COVAX”-ზე და „ACT accelerator”-ზე და აღნიშნა, რომ Covax-ს 172 სახელმწიფო შეუერთდა. მან მოუწოდა ქვეყნებს ინსტრუმენტებში ჩართულობისკენ და ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინის ნაციონალიზაცია პანდემიას მხოლოდ გაახანგრძლივებს. რაც შეეხება „ACT Accelerator“-ს, აღნიშნა, რომ შეიქმნა ინსტრუმენტის ხელშეწყობის საბჭო, რომლის პირველი შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება და წევრი ქვეყნები ეტაპობრივად მიიღებენ ინფორმაციას. გენერალურმა დირექტორმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან ფაქტზე, რომელიც დექსამეტაზონის გამოყენებისას კოვიდ19-ით სიკვდილიანობის შემცირებას ეხება.
შეხვედრაზე IPPR-ის თანათავმჯდომარეებმა ახალი ზელანდიის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ჰელენ კლარკმა და ლიბერიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ელენ ჯონსონმა მიმოიხილეს პანელის საქმიანობა და პრიორიტეტები. აღნიშნეს, რომ პანელი მაღალკვალიფიციური ექსპერტებით დაკომპლექტდა და მისი მთავარი მიზანი კოვიდ19-ის შესახებ WHA73.1 რეზოლუციის მონიტორინგი იქნება როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონეზე (დაკომპლექტებული პანელის შესახებ ინფორმაცია თან ერთვის).
საფრანგეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს WHO-ს განხორციელებულ ნაბიჯებსა და რეკომენდაციებს. გერმანიის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ კოვიდ19-ის პანდემიამ ნათელი გახადა ორგანიზაციის დაფინანსების გაზრდის საჭიროება და ყურადღება გაამახვილა მისი ინსტიტუციონალური გაძლიერების აუცილებლობაზეც. დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ მომავალში დაგეგმილი ბრიფინგები უფრო სიღრმისეული, კონკრეტული და დეტალებზე ორიენტირებული იქნება. კანადის წარმომადგენელმა მხარდაჭერა გამოუცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და დაინტერესდა IPPR-ის წინაშე არსებული პოტენციური რისკებისა და გამოწვევების შესახებ. ჰელენ კლარკმა პასუხად აღნიშნა, რომ კოვიდ19-ის მასშტაბების გათვალისწინებით, პანელის საქმიანობა პოლიტიზირებული არ იქნება. ავსტრიის წარმომადგენელმა ღრმა სკეპტიციზმი გამოხატა პანელის მუშაობასთან დაკავშირებით, საპასუხოდ, ელენ ჯონსონმა მზადყოფნა გამოთქვა წევრი ქვეყნების კონსულტაციების მისაღებად.
ბრიფინგში, ასევე, მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერთანამშრომელმა სუმია სვამინათანმა, რომელმაც მიმოიხილა კოვიდ19-ის ვაქცინაზე მუშაობის მეთოდოლოგია და ხაზი გაუსვა, რომ COVAX-ში მონაწილეობის მისაღებად წევრ ქვეყნებს ვალდებულებითი შეთანხმების გაფორმება მ.წ. 18 სექტემბრამდე, ხოლო ფინანსური ვალდებულების აღება და ავანსის გადახდა მ.წ. 9 ოქტომბრამდე შეუძლიათ. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა კოვიდ19-ის მკურნალობის პროცესში კორტიკოსტეროიდის გამოყენების მეთოდოლოგია, ასევე მიმოიხილა „სოლიდარობის ცდის“ მიმდინარეობის პროცესი და იმედი გამოთქვა, რომ მკურნალობის მეთოდებთან და პრინციპებთან დაკავშირებით უკეთესი თანამშრომლობა მიიღწევა, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
სს,
Nino Kovziridze
Department of International Organizations
Ministry of Foreign Affairs of Georgia
Office: (+995 32) 294 50 00 ext. 18-03
0118, Tbilisi, Georgia
4, Shio Chitadze Street