From : Maia Nikoleishvili
To : info <info@moh.gov.ge>
Subject : FW: WHO - COVID 19
Received On : 30.09.2020 09:37
Attachments :

გთხოვთ, დაარეგისტრიროთ ქ-ნ თამარ გაბუნიას და ბ-ნ ამირან გამყრელიძის სახელზე.

 

From: Nino Kovziridze
Sent: Wednesday, September 30, 2020 12:06 PM
To: Maia Nikoleishvili ; Ketevan Goginashvili
Cc: Nino Shekriladze ; David Abesadze
Subject: WHO - COVID 19

 

მოგესალმებით

 

გაცნობებთ, რომ .. 24 სექტემბერს გაიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მორიგი ბრიფინგი კოვიდ-19-თან დაკავშირებით, რომელზეც განხილულ იქნა პანდემიის გავრცელების კუთხით გლობალურ დონეზე არსებული გლობალური მდგომარეობა, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რესურსებზე დაჩქარებული წვდომის ინსტრუმენტი « ACT Accelerator »​ და კოვიდ19-ის თემაზე შექმნილი ახალი პლატფორმები.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (IHR) მიმოხილვის კომიტეტის მიერ გლობალურ დონეზე გამართული შეხვედრების შესახებ. კოვიდ-19-თან ბრძოლაში განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე პრეზენტაცია წარადგინა დომინიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ (თან ერთვის).

 

WHO- წარმომადგენლების მიერ პრეზენტაცია გაკეთდა წევრ ქვეყნებს, გაეროს სააგენტოებსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს შორის კოორდინაციის მიზნით შექმნილ კოვიდ-19-ის პარტნიორთა პლატფორმებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ხსენებული პლატფორმების მიზანს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებული და გაცემული სახსრების, კოვიდ19-ისთვის მზადყოფნის დაგეგმვის და ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა წამოადგენს. პორტალებზე განთავსებული ინფორმაცია დაეფუძნება მზადყოფნისა და რეაგირების სტრატეგიულ გეგმას და განახლდება ყოველკვირეულად. პლატფორმები ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებში გადაწყვეტილების მიღების პროცესის უკეთ კოორდინირებას (პლატფორმის გამოყენების ინფორმაცია თან ერთვის.) 

 

WHO- წამყვანმა მეცნიერმა ინფორმაცია წარადგინა « ACT-Accelerator »-ის საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც რეგიონული ჯგუფების წარმომადგენლების, დონორების, ევროკომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაკომპლექტდა და მისი დანიშნულება ინვესტიციების მოზიდვა, ასევე, რესურსების თანაბარი გადანაწილება იქნება. აღინიშნა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ოქტომბრის ბოლომდე ცნობილი იქნება ვაქცინებისა და თერაპიული საშუალებების გადანაწილების სქემა და დამატებითი დეტალები COVAX ინსტრუმენტთან დაკავშირებით. შეხვედრის დასასრულს, WHO- მთავარმა მეცნიერმა .. 30 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა დააანონსა. ​

 

სს

ნინო

 

Nino Kovziridze

Attaché

Department of International Organizations

Ministry of Foreign Affairs of Georgia

Office: (+995 32) 294 50 00 ext. 18-03

0118, Tbilisi, Georgia                                                    

4, Shio Chitadze Street​​