| From : | Maia Nikoleishvili </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=2D9C4ECC95234453AD52CCFEAEE8A8EE-MAIA NI> |
| To : | nino.khorava@gipa.ge<nino.khorava@gipa.ge> <nino.khorava@gipa.ge>; nino.khorava@gipa.ge |
| Subject : | Fw: სუნთქვის აპარატების გადმოცემის ცერემონიალი_7 ოქტომბერი, 13:00 (ექსპო-ჯორჯია) |
| Received On : | 06.10.2020 14:16 |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ ხვალ, 7 ოქტომბერს 13:00 საათზე დაგეგმილია გერმანიის მიერ ნაჩუქარი სუნთქვის აპარატების გადმოცემის ცერემონიალი, რომელიც გაიმართება ექსპო-ჯორჯიაში (მე-4 პავილიონი).
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ჯანდაცვის სამინისტროს ჰუმანიტარული დახმარების სახით გადმოსცემს გერმანული კომპანია “Dräger”-ის მიერ წარმოებულ 5 ცალ სუნთქვის აპარატს (მოდელი: Evita-V600 Ventilator). აღნიშნული აპარატურა გადაეცემა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს.
ღონისძიებას გერმანიის მხრიდან დაესწრება ელჩი ბატონი ჰუბერტ ქნირში, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად. ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებთ დაკავშირებას, მათი მონაწილეობის თაობაზე მოგვიანებით გაცნობებთ.
პატივისცემით,
მაიკო