იაპონიიის მთავრობის დაფინანსებით, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 2.5 მილიონი აშშ დოლარი საქართველოსთვის კოვიდ19-თან საბრძოლველად
გრანტი, სახელწოდებით „კოვიდ19ზე სასწრაფო რეაგირების პროექტი“ დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის გადაუდებელი დახმარების პროგრამის მეშვეობით, იაპონიის მთავრობის მიერ. პროექტის ფარგლებში, გაძლიერდება ლაბორატორიული ტესტირების შესაძლებლობები, გაიზრდება ხელმისაწვდომობა პირად დამცავ საშუალებებზე და შესყიდული იქნება სხვა სამედიცინო აღჭურვილობა, რათა გაიზარდოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მედეგობა პანდემიის წინააღმდეგ.
აზიის განვითარების ბანკის სქემის გარდა, პანდემიასთან ბრძოლისთვის, იაპონიის მთავრობამ წელს ასევე პირდაპირი გრანტი გამოუყო საქართველოს - დაახლოებით 3 აშშ მილიონი დოლარის ოდენობით, იაპონიის ხალხის მხრიდან მეგობრობისა და მხარდაჭერის გამოსახატად საქართველოს ხალხის მიმართ.
Sent from my iPhone