| From : | Maia Nikoleishvili |
| To : | Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge>; Ekaterine Khositashvili <ekhositashvili@mfa.gov.ge> |
| Subject : | Talking points on COVID-19 |
| Cc : | Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 02.10.2020 17:42 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გიგზავნით კოვიდთან დაკავშირებით სასაუბრო მასალას.
პატივისცემით,
მაიკო
From: Nino Kovziridze
Sent: Friday, September 25, 2020 3:17 PM
To: Maia Nikoleishvili
Cc: Nino Shekriladze
Subject: Governing Bodies meetings - WHO
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მ.წ. 8 სექტემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ორგანიზაციის მმართველი ორგანოების შემდგომი სესიების მოდალობების განხილვა.
WHO-ს სამდივნოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 73-ე სესიისა და აღმასრულებელი საბჭოს 147-ე სესიის გარდა, ასევე, დაგეგმილია აღმასრულებელი საბჭოს სპეციალური სესია (რიგით მე-5), რომლის დროსაც განხილულ იქნება კოვიდ19-ის შესახებ რეზოლუციის შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი და რეზოლუციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით შექმნილი პანელის - IPPR-ის მიერ გაწეული საქმიანობა.
WHO-ს თანახმად, გადაწყდა, რომ აღმასრულებელი საბჭოს სპეციალური სესია გაიმართება მ.წ. 5-6 ოქტომბერს, პროგრამის, ბიუჯეტისა და ადმინისტრირების კომიტეტის 32-ე სესია - მ.წ. 21-23 ოქტომბერს, ჯანმრთელობის მსოფლიო 73-ე ასამბლეა - მ.წ. 9-14 ნოემბერს და აღმასრულებელი საბჭოს 147-ე სესია - მ.წ. 16 ნოემბერს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაგეგმილი სესიები გაიმართება შერეული ფორმატით და მხოლოდ აღმასრულებელი საბჭოს წევრებს ექნებათ შეხვედრებში ფიზიკურად მონაწილეობის შესაძლებლობა.
რაც შეეხება აღმასრულებელი საბჭოს სპეციალურ სესიას, WHO-ს სამართლებრივმა მრჩეველმა განმარტა, რომ სესიის მოდალობები სპეციალური პროცედურული წესით დამტკიცდება, რომლის თაობაზეც ოფიციალური წერილით უახლოეს მომავალში ეცნობებათ წევრ ქვეყნებს. აქვე, გაცნობებთ, რომ სესიის მოდალობებზე ინფორმაციასა და ოფიციალურ წერილს სესიის შესახებ მოგაწვდით მიღებისთანავე.
სს,
ნინო
Nino Kovziridze
Department of International Organizations
Ministry of Foreign Affairs of Georgia
Office: (+995 32) 294 50 00 ext. 18-03
0118, Tbilisi, Georgia
4, Shio Chitadze Street