საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო
MINISTRY OF LABOUR, HEALTH AND SOCIAL
AFFAIRS OF GEORGIA
KA030148208115118

საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზ.144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ცხელი ხაზი: (+995 32) 251 00 26; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge
144 Ak.Tsereteli ave., 0119, Tbilisi, Georgia; Tel: (+995 32) 251 00 11; Hot line: (+995 32) 251 00 26; 15 05; E-mail: info@moh.gov.ge

   № 01/24175 26 / აპრილი / 2018 წ.    
ავსტრიის პოლიციის ატაშეს ოფისის
მეკავშირე ოფიცერს კარლჰაინც გორტანოს


ბატონო გორტანო,

თქვენი 2018 წლის 23 აპრილის N18MA110-GE-004 წერილის პასუხად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ ონკოლოგიურ პაციენტთა (მათ შორისძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონემკურნალობა კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია და ამ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტებიწლიური ლიმიტით 12 000 - 15 000 ლარის ფარგლებშიუზრუნველყოფილია "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მიხედვით და ითვალისწინებს 80-90-100%-ით თანაგადახდას სახელმწიფოს მხრიდან

ასევესაჭიროების შემთხვევაში, გათვალისწინებულია გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, ონკოქირურგიული ოპერაციები) და გეგმურ-ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევებიწლიური ლიმიტით 15 000 ლარი და ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 70-100%-ით თანაგადახდას სახელმწიფოს მხრიდან

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემდეგ  სერვისებზე: ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ქვეყნის მასშტაბით, ხოლო რაც შეეხება სხივურ თერაპიას, მომსახურება მიეწოდება ქვეყნის რამოდენიმე ქალაქის (ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი და ქ. ბათუმი) სამედიცინო დაწესებულებიდან.

გარდა ამისა, "რეფერალური მომსახურების" სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი (ადრეული) ადრეული კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან მედიკამენტ „ტრანსტუზუმაბით. "რეფერალური მომსახურების" ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით  კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 6 თებერვლის ბრძანების შესაბამისად, სახელმწიფო ფარავს მედიკამენტის ღირებულების 80%-ს, ხოლო პაციენტის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 20%-ს.

დამატებით გაცნობებთ, რომ მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც არ იფარება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია განხილულ იქნას ,,რეფერალური მომსახურების” ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით  შექმნილი კომისიის მიერ. აღნიშნულ  კომისიაზე  განსახილველად  განცხადებას თან უნდა ახლდეს: სამედიცინო დაწესებულების მიერ მიმდინარე წელს გაცემული ცნობა პაციენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№IV-100/ა), ასევე, მიმდინარე წელს გაცემული ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია (დედანი), ან მედიკამენტების მოთხოვნის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების (აფთიაქის) მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (დედანი) საჭირო მედიკამენტების თაობაზე, მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და სოციალური კატეგორიის (სოციალურად დაუცველი, დევნილი, შეზღუდული შესაძლებლობის  სტატუსის მქონე პირი, პენსიონერი და სხვ) დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

აღსანიშნავია, რომ "რეფერალური მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N 331 დადგენილების თანახმად, სამედიცინო დახმარების მოცულობა განისაზღვრება აღნიშნული კომისიის მიერ ინდივიდუალურ რეჟიმში  წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და ანალიზის შედეგად და განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 30%-დან 70%-მდე, კომისიის სხდომის ბიუჯეტისა და სამედიცინო ჩარევისთვის საჭირო თანხების მიხედვით, არაუმეტეს 10 000 ლარისა. კომისია ტარდება რეგულარულად, თვეში 2-ჯერ. ამასთან, კომისიის მიერ არ განიხილება შესრულებული სამუშაოსა და უკვე გადახდილი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხი. 

პატივისცემით,

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
სოფიკო ბელქანია