საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო
MINISTRY OF LABOUR, HEALTH AND SOCIAL
AFFAIRS OF GEORGIA
KA030173464741918

საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზ.144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ცხელი ხაზი: (+995 32) 251 00 26; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge
144 Ak.Tsereteli ave., 0119, Tbilisi, Georgia; Tel: (+995 32) 251 00 11; Hot line: (+995 32) 251 00 26; 15 05; E-mail: info@moh.gov.ge

   № 01/25254 02 / მაისი / 2018 წ.    
ავტრიის პოლიციის ატაშეს ოფისის მეკავშირე
ოფიცერს ბატონ კარლჰაინც გორტანოს


ბატონო გორტანო,

თქვენი 2018 წლის 24 აპრილის N BFA-ELAK 0354 წერილის პასუხად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ  ფარმაცევტული პროდუქტი სავაჭრო დასახელებით  Ebetrexat (აქტიური სუბსტანცია: Methotrexat) ინტრავენური მიწოდებისათვის დღეის მდგომარეობით  საქართველოში რეგისტრირებულია (იხ. დანართი №1) და ფინანსდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველა მოსარგებლისათვის (კუთვნილი პაკეტის შესაბამისად არსებული ლიმიტის ფარგლებში). საქართველოში ასევე რეგისტრირებულია იგივე აქტიური სუბსტანციის შემცველი ინტრავენურად შესაყვანი ფარმაცევტული პროდუქტები (იხ.დანართი №2).

ამას გარდა ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა (მათ შორის, ლიმფომის დიაგნოზის მქონე),  ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია და ამ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები – წლიური ლიმიტით 12 000-15 000 ლარის ფარგლებში,  "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მიხედვით უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან და ითვალისწინებს 80-90-100%-ით თანაგადახდას.

ასევე, ამავე დადგენილებითაა გათვალისწინებული გეგმური ქირურგიული ოპერაციები და მასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები − წლიური ლიმიტით 15 000 ლარი და გულისხმობს ასანაზღაურებელი თანხის 70-100%-ით თანაგადახდას სახელმწიფოს მხრიდან.

დამატებით გაცნობებთ, რომ იმ მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც არ იფარება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია განხილული იქნას ,,რეფერალური მომსახურების” ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით  შექმნილი კომისიის მიერ. აღნიშნულ  კომისიაზე  განსახილველად  განცხადებას თან უნდა ახლდეს: სამედიცინო დაწესებულების მიერ მიმდინარე წელს გაცემული ცნობა პაციენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№IV-100/ა), ასევე, მიმდინარე წელს გაცემული ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია (დედანი), ან მედიკამენტების მოთხოვნის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების (აფთიაქის) მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (დედანი) საჭირო მედიკამენტების თაობაზე, მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და სოციალური კატეგორიის (სოციალურად დაუცველი, დევნილი, შეზღუდული შესაძლებლობის  სტატუსის მქონე პირი, პენსიონერი და სხვ) დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

აღსანიშნავია, რომ "რეფერალური მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N 331 დადგენილების თანახმად, სამედიცინო დახმარების მოცულობა განისაზღვრება აღნიშნული კომისიის მიერ ინდივიდუალურ რეჟიმში  წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და ანალიზის შედეგად და განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 30-დან 70%-მდე, კომისიის სხდომის ბიუჯეტისა და სამედიცინო ჩარევისთვის საჭირო თანხების მიხედვით, არაუმეტეს 10 000 ლარისა. კომისია ტარდება რეგულარულად, თვეში 2-ჯერ. ამასთან, კომისიის მიერ არ განიხილება შესრულებული სამუშაოსა და უკვე გადახდილი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხი. 

რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების, დევნილი მოქალაქეების დახმარების შესახებ ინფორმაციას გაცნობებთ, რომ აღნიშნული მოქალაქეები სარგებლობენ ყოველთვიური შემწეობით ,,სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად. ერთ დევნილზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობის ოდენობა შეადგენს 45 ლარს.
 

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, კომპეტენციის შესაბამისად, ახორციელებს დევნილთა თავშესაფრით/საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასდევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამისფარგლებში.

 

 
პატივისცემით,

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
სოფიკო ბელქანია