| ||||||||
საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზ.144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ცხელი ხაზი: (+995 32) 251 00 26; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge | ||||||||
| ||||||||
ავსტრიის პოლიციის ატაშეს ოფისის მეკავშირე ოფიცერს კარლჰაინც გორტანოს | ||||||||
ბატონო გორტანო, თქვენი 2018 წლის L5152133485 წერილის პასუხად, წარმოგიდგენთ მოთხოვნილ ინფორმაციას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამისნიტროს კომპეტენციის ფარგლებში, კერძოდ: 1. საქართველოში ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და ამ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები, უზრუნველყოფილია "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მიხედვით. ანაზღაურება ხდება შესაბამისი თანადაფინანსებით, მოსარგებლის პაკეტის შესაბამისად, წლიური ლიმიტი შეადგენს 12 000 - 15 000 ლარს და ითვალისწინებს 80-90-100% თანაგადახდას სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, ონკოქირურგიული ოპერაციები), გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევების − წლიური ლიმიტი შეადგენს 15 000 ლარს და ითვალისწინებს პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის 70-100%-მდე თანაგადახდას სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, გაცნობებთ, რომ "რეფერალური მომსახურების ფარგლებში, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N 331 დადგენილების თანახმად, სამედიცინო დახმარების მოცულობა განისაზღვრება აღნიშნული კომისიის მიერ ინდივიდუალურ რეჟიმში წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და ანალიზის შედეგად და განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 30-დან 70%-მდე კომისიის სხდომის ბიუჯეტისა და სამედიცინო ჩარევისთვის საჭირო თანხების მიხედვით, არაუმეტეს 10 000 ლარისა. აღნიშნული კომისია ტარდება რეგულარულად, თვეში 2-ჯერ. აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ არ განიხილება შესრულებული სამუშაოსა და უკვე გადახდილი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხი. ამასთან, მოსარგებლეს აქვს შესაძლებლობა თანადაფინანსების მისაღებად მიმართოს ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებსაც, სადაც განისაზღვრება დაფინანსების მიზანშეწონილობა. 2. რაც შეეხება სუიციდთან დაკავშირებულ საკითხს, გაცნობებთ, რომ ფსიქიატრიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონი უზრუნველყოფს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის ფსიქიატრიული დახმარების ხელმისაწვდომობას და უწყვეტობას, აღნიშნულ პირთა უფლებების, თავისუფლებებისა და ღირსების დაცვას. ამ კანონითვე რეგულირდება ის შემთხვევები, როდესაც არსებობს პაციენტის მიერ საკუთარი თავის დაზიანების რეალური საფრთხე. აღსანიშნავია, რომ "ფსიქიკური ჯანმრთელობის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (საქართველოს მთავრობის N592 დადგენილება) მოქალაქეებს სრულიად უფასოდ მიეწოდებათ შემდეგი სერვისები: სათემო ამბულატორიული მომსახურება, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია, თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება, სტაციონარული მომსახურება, ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა. ამასთან, "ფსიქიატრიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის N18 მუხლი განსაზღვრავს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების პირობებს. არანებაყოფლობითი მკურნალობა ტარდება როდესაც დახმარების დაყოვნება საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას (მე 18 მუხლი, მე-2 პუნქტი). 3. ახალგაზრდა მედიკოსთა შრომითი ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ სამედიცინო დაწესებულება არის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად და "საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სარგებლობს პროფესიული და საფინანსო დამოუკიდებლობით"(„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ემუხლის პირველი და 58-ე მუხლის პირველი პუნქტები).
პატივისცემით,
მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია |