KA021702991354416
თბილისი 0108, თ.ჭოველიძის ქ.10ა



10a  T.Chovelidze Str.,0108 Tbilisi,Georgia



 
N4/21084 27 / აპრილი / 2016 წ.
საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციას



როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 15.06.2012 წლის N13/13035 წერილით უკვე გეცნობათ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (უფლებამონაცვლე, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, შემდეგში - სააგენტო) და მურათ იოლჯუს (სოლიდარულად პასუხისმგებელი პირები - / მურმან ზოიძე და  / ალისულთან ზოიძე, შემდეგში ერთად - მყიდველი) / 61006024580) შორის 02.04.2009 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით (პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი 1, შემდეგში - ხელშეკრულება) მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი და ჩამოწერილი მცურავი საშუალებები: ბორტი N302 -„თბილისი“, ბორტი N303 – „დიოსკურიადა ბორტი N101 – „წყალტუბო“.

აღნიშნული ხელშეკრულებით მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის, ხელშეკრულების მე-6 პუნქტის მე-2 აბზაცის თანახმად, მყიდველი ვალდებულია, აუქციონის ჩატარების დღიდან (02.03.2009) არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში უზრუნველყოს ჩაძირული მცურავი საშუალებების წყლიდან ამოღება და სამივე მცურავი საშუალებების (ბორტი N302 -„თბილისი“, ბორტი N303 – „დიოსკურიადა ბორტი N101 – „წყალტუბო“) . ფოთის საზღვაო აკვატორიიდან გატანა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე.

პატივისცემით,

 

სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამსახურის უფროსი
დიმიტრი შანიძე