KA030171658682518

№ 01-13341 14 / ივნისი / 2018 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ
დავით სერგეენკოს

ადამიანური რესურსების მართვისა
და საერთაშორისო ურთიერთობების
დეპარტამენტის უფროსის, პირველადი
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებლის
მარიანა მკურნალის
მოხსენებითი ბარათი

ბატონო დავით,

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21-24 ივნისს თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. სტამბოლში ,,Koç University Hospital“-ისა და ,,American Hospital“-ის ორგანიზებით დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა სამედიცინო ტურიზმის სფეროში მომავალი თანამშრომლობის ღონისძიებების განხილვის მიზნით.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით მიწვეულნი არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - სოფიკო ბელქანია და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ხათუნა ჩაჩავა.

მიმწვევი მხარე ანაზღაურებს მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში უზრუნველვყოფთ შესაბამისი მივლინების ბრძანების გაფორმებას ქალბატონი სოფიკო ბელქანიასა და ქალბატონი ხათუნა ჩაჩავასათვის მიმდინარე წლის 21 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით და დღიური ნორმის ანაზღაურებას მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

 

პატივისცემით,

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
მარიანა მკურნალი