KA030186642306718

№ 01-4197 23 / თებერვალი / 2018 წ.
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ქალბატონ სოფიკო ბელქანიას

სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ნინო ოდიშარიას
მოხსენებითი ბარათი

ქალბატონო სოფიკო,

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით ჩეხეთის რესპუბლიკაში  დაგეგმილია  სასწავლო ვიზიტი თემაზე: ,,გრძელვადიანი და პალიატიური ზრუნვის სისტემა ჩეხეთის რესპუბლიკაში’’ აღნიშნული სასწავლო ვიზიტის ორგანიზებას ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი პროექტის ,,ბავშვთა გრძელვადიანი და პალიატიური ზრუნვის სერვისების დაფუძნება საქართველოში’’  ფარგლებში.  

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობას მიიღებენ სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ნინო ოდიშარია და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ნათია ნოღაიდელი.

გაცნობებთ, რომ სასწავლო ვიზიტისათვის განსაზღვრული მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯი იფარება  ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ.   

გთხოვთ, უზრუნველყოთ ჩეხეთის რესპუბლიკაში სამსახურებრივი მივლინების შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

 

დანართი:  7 ფურცელი.

 

პატივისცემით,

 

 

სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ნინო ოდიშარია