|
||||
|
||||
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს ადამიანური რესურსებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სოფიკო ბელქანიას |
||||
|
მოხსენებითი ბარათი
|
||||
|
ბატონო დავით, მოგახსენებთ, რომ 2018 წლის 22-27 იანვარს შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 142-ე სესია. ჯანმრთელობის
მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ქალბატონი ჟუჟანა
ჯაკაბის მოთხოვნით, სესიის ფარგლებში, 24 იანვარს პირველად გაიმართება
საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც ქართული მხარე წარადგენს
ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და
პრეზენტაციას თემაზე: „მიღწევები და გამოწვევები საქართველოს ჯანდაცვის
სფეროში“. დელეგაცია განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით:
მიმწვევი მხარე უზრუნველყოფს თქვენი, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, სამივლინებო ხარჯების (მგზავრობა, 4 ღამის სასტუმროს ღირებულება, დღიური ნორმა) ანაზღაურებას. ავია-ბილეთის
მიხედვით, დელეგაციის ჟენევიდან გამომგზავრება დაგემილია 25
იანვარს, საღამო საათებში. შესაბამისად, გასათვალისწინებელია
დამატებით 25 იანვრის სასტუმროს ღირებულების ანაზღაურება. პატივისცემით,
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სოფიკო ბელქანია |