|
||||
|
||||
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სოფიკო ბელქანიას |
||||
|
მოხსენებითი ბარათი
|
||||
|
ბატონო დავით, მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 24 – 30 მარტს უზბეკეთის რესპუბლიკაში ქ. ტაშკენტში საპენსიო და სოციალური ფონდების საერთაშორისო ასოციაციის მიერ დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ,,საპენსიო რეფორმა უზბეკეთსა და ევრაზიის ქვეყნებში’’. აღნიშნულ
შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მიზნით მიწვეულია საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე/ სსიპ სოციალური
მომსახურების სააგენტოს დირექტორი - ზაზა სოფრომაძე. ვიზიტის ფარგლებში სასტუმროში განთავსების ხარჯს ანაზღაურებს მიმწვევი მხარე, ხოლო მგზავრობასა (ავიაბილეთები) და დღიურ ნორმას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველვყოფთ მივლინების
ბრძანების გაფორმებას ბატონი ზაზა სოფრომაძისათვის მიმდინარე წლის 25
მარტიდან 30 მარტის ჩათვლით და დღიურ ნორმაზე დანამატის ანაზღაურებას
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. დანართი: 1.სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის წერილი; 2.მოწვევის წერილი; 3.ელექტრონული ბილეთის ჯავშანი.
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სოფიკო ბელქანია |